მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს N3 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია საჯაია მე-4 კლასის მოსწავლეებს დისტანციურად გამოემშვიდება და ემოციური წერილი მიუძღვნა.
„მეოთხეკლასელებო, მიილია ერთად გატარებული საუკეთესო ოთხი წელი, ტკბილი, მხიარული და სიყვარულით აღსავსე მოგონებებით. მოგონებები, რომლებიც მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება, წლების გავლის შემდეგ ამოტივტივდება მეხსიერებიდან, როცა ყოფილ მოსწავლეებს შეხვდები, თვალწინ დაგიდგება ის პატარა გოგო-ბიჭები, რომლებსაც ერთ დროს შენი იმედი ჰქონდათ. თვალებში შემოგვიცინებდნენ და შენგან დედობრივ სითბოს იღებდნენ, ჩემო პატარებო, მე ვამაყობ ყველა, ჩემი ყოფილი მოსწავლით, რადგან ისინი ნამდვილი ადამიანები არიან, მინდა თქვენითაც ყოველთვის ვიამაყო, არასოდეს დაივიწყოთ ვისი გორისანი ხართ, ნუ დაივიწყებთ ტრადიციებს, რომლებმაც აქამდე მოიყვანა საქართველო, თქვენ, ჩემო თვალხატულა გოგო-ბიჭებო, ჩვენი მომავალი ხართ, ის მომავალი, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ მოერევა, ძალიან მიყვარხართ, ამ წელს განსაკუთრებულად მინდოდა, თქვენთან გამოთხოვება და ასეც მოხდა, ერთმანეთის გარეშე, ვირტუალურ სამყაროში გამომწყვდეულებმა გავატარეთ ეს სემესტრი, დამეთანხმებით სკოლას და ერთმანეთთან ურთიერთობას არაფერი სჯობს, მაგრამ.....
მინდა გულდასმით წაიკითხოთ ეს და ყოველთვის გახსოვდეთ მაია მასწავლებლის დარიგებები, ყველას ჯვარი გწერიათ, ჩემი თხოვნა იქნება, რა მწვერვალზე არ უნდა ახვიდეთ ცხოვრების მანძილზე, ამ ცხოვრების მთავარი არსი ადამიანობა არ დაივიწყოთ ...
მიყვარხართ,გეფერებით შორიდან, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ....“,- წერს პედაგოგი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...