მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პანდემიის თემაზე ესეები დაწერეს და მასწავლებელს გაუზიარეს. მათი შემოქმედება ემოციურია. ბავშვებს კარანტინის გამო ერთმანეთი და მასწავლებლები ძალიან მოენატრათ.
„კითხულობ მოსწავლეთა ესეებს და თვალები ცრემლით გევსება, გული გიმძიმდება, თურმე როგორ განიცდიან სკოლის გარეშე ცხოვრებას, თანაკლასელებთან დაშორებას, რამდენი იდეები ჰქონიათ ოთხი კლასის დამთავრების აღსანიშნავად, იხსენებენ დროს, როცა თურმე მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, თუ როგორ ემსგავსება ერთი დღე მეორეს, თუ როგორ დააშორა ამ „საზიზღარმა ვირუსმა“ ერთმანეთს მეგობრები, რომ მათ მხოლოდ ონლაინ გაკვეთილების დროს ხედავენ, თუ როგორ დაემსგავსა ყველა ერთმანეთს ამ პირბადეების გადამკიდე, თუ როგორ ენატრებათ ახლობლები, მაგრამ შიძლება გაგიკვირდეთ - ყველა პოზიტიურად ამთავრებს წერილს. წერენ, რომ ჩვენ შევძლებთ პანდემიის დამარცხებას, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ისევ ივლიან სკოლაში, შეხვდებიან კლასელებს და საყვარელ მასწავლებელს და ამ საყვარელმა მასწავლებელმა, ქალბატონმა მანანა ქვარცხავამ ესეების წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა მოსწავლეებთან შეხვედრა მიღებული რეგულაციების წესების დაცვით. მან სკოლის ეზოში, ღია სივრცეში მიიღო მოსწავლეები და ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი აუხდინა. მადლობა მას ამისთვის, ბავშვებზე ზრუნვისთვის, დედობრივი სიყვარულისთვის, მათთან მეგობრობისთვის. გმადლობთ მანანა მასწავლებელო! გისურვებთ კიდევ მრავალი თაობა აღგეზარდოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა
აქტივობებს მასწავლებლები - გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...