სიახლეები
სიახლეები

პედაგოგს წინა გამოცდის შედეგი შეუნარჩუნდება და მაღალი ქულის არჩევის საშუალება ექნება
01-07-2020
-
+



პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს 2020 წლის ბოლომდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი. თუ პედაგოგს წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები. 

აღნიშნულს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის შეცვლილი სქემა ითვალისწინებს. მანამ, სანამ ოფიციალურად დაკანონდებოდა, ამ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა.   

წინა გამოცდის ქულების შენარჩუნების შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ იანვარში ჩვენ გავავრცელეთ სათაურით: პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულში გამოცდაზე გავლენ, წინა ტესტირების შედეგი აღარ გაუუქმდებათ

„პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ და მიღებული აქვთ დაბალი ქულები, შესაძლებლობა მიეცემათ ხელახლა ჩააბარონ გამოცდა და უკეთესი ქულა მიიღონ. ანუ საშუალება ექნებათ შეადარონ ახალი და წინა გამოცდის შედეგები  და უკეთესი ქულა სადაც აქვს ის აიღონ და გაიუმჯობესონ მდგომარეობა“, - გვითხრეს მაშინ მასწავლებლის სახლში.

თუმცა, მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციის გამოცხადებისას გახდა ცნობილი, რომ პედაგოგებს ქულები აღარ შეუნარჩუნდებოდათ. განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, რეგისტრაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს, იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ საკითხის დაზუსტება კვლავ ვცადეთ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ბერიკა შუკაკიძეს კითხვით მივმართეთ: რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება და რატომ არ მოხდა დაპირების რეალობაში შესრულება. 

„დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულ ცვლილებაზეა საუბარი, წარდგენილია მთავრობაზე დასამტკიცებლად. ეს არის პროექტი, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, მანამდე კი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არ აქვს უფლება წინსწრებით გააკეთოს განაცხადი, რომელიც არ იქნება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

როგორც კი დამტკიცდება ცვლილებები, მასწავლებლის სახლი შესაბამისად იმოქმედებს და ცვლილებები ძალაში შევა. მთავრობა რა დადგენილებასაც მიიღებს, იმის მიხედვით მოხდება მასწავლებლების შედეგების შენარჩუნებაზე საუბარი. ინიციატივა კარგა ხანია მთავრობაზე წარდგენილია და იმედი გაქვს, რომ უახლოეს პერიოდში განიხილება“, - გვითხრა შუკაკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია: გაქრა პრაქტიკოსის სტატუსი და კრედიტები, განისაზღვრა სავალდებულო აქტივობები

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დებულება დამტკიცდა - როგორ აიმაღლებენ სტატუსს და რა დროს გამოცხადდება მათ ადგილებზე ვაკანსიები?

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება