მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტრო მზად არის ეროვნული გამოცდები უსაფრთხოდ ჩაატაროს, დეტალური რეკომენდაციები კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებს შორის გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„განათლების სამინისტრო 2020 წლის ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა და სამაგისტრო გამოცდების ჩასატარებლად მზად არის. ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ აპლიკანტებს დახვდებათ უსაფრთხო გარემო. როგორც მოგეხსენებათ მაგიდები გამოყოფილია დამცავი ფარებით, ასევე ადგილზეა სადეზინფექციო და სხვა დამცავი საშუალებები. უახლოეს დღეებში დეტალურად მოგაწვდით იმ რეკომენდაციებს, რომელიც გათვალისწინებული იქნება საგამოცდო ცენტრში“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგამოცდო ცენტრებში იმ რეკომენდაციების დაცვას, რომელიც აპლიკანტებმა უშუალოდ კუთვნილი ადგილის დაკავების შემდგომ უნდა გააკეთონ.
„განვიხილეთ სიტუაცია, როცა გამოსაცდელი უკვე განთავსდება კუთვნილ ადგილზე. მოგეხსენებათ, მათ უკვე აქვთ წვდომა საგამოცდო ბარათებზე და იციან სად განთავსდებიან გამოცდის დასაწერად. ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა ამ დროს, იგივე გაგრილების სისტემასა და პირბადეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიცკევიჩმა.
სამუშაო შეხვედრა განათლების სამინისტროში დღეს გაიმართა. შეხვედრას განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ესწრებოდნენ. შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა