TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„ყველა სპორტსმენი ცდილობს, საქართველოს დროშა საერთაშორისო არენაზე აიტანოს“
08-07-2020
-
+


თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში 14 წლის ასაკიდან დაიწყო და სანამ ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გახდებოდა, ურთულესი გზა განვლო. დღეში ორჯერ, თავდაუზოგავად ვარჯიშობდა მაშინ, როდესაც სპორტისთვის, შეიძლება ითქვას, არავის ეცალა - ბნელ 90-იანებში მის ოჯახსაც არ ულხინდა, თუმცა კობა კაკალაძემ, მიზანდასახულობის წყალობით, წარმატებებსაც მიაღწია, და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ჩანაფიქრი ბოლომდე  ვერ განახორციელა, დღეს თავისუფალ ჭიდაობაში აჭარის ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად რჩება.

ამჟამად, ქობულეთის კომპლექსურ სპორტულ სკოლას ხელმძღვანელობს და თავს არ ზოგავს, რათა მომავალმა თაობებმა მისი რეკორდი მოხსნან, საუკეთესო შედეგებზე გავიდნენ და საქართველოს დროშა საერთაშორისო არენაზე კიდევ მრავალჯერ ააფრიალონ.

- ბატონო კობა, სპორტსმენისთვის ალბათ ადვილი არაა, კარიერა გაიკეთოს ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა?

- ძალიან რთულია სპორტული რეჟიმით ცხოვრება; თუ უდიდესი შრომა არ ჩადე, მიზანს ვერასოდეს მიაღწევ. ყველა სპორტსმენი ურთულეს გზას გადის. ჭიდაობაში კი, ყველაფერი მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული. სპორტის გუნდურ სახეობებში, ეს ტვირთი ნაკლებია, ჭიდაობა კი, ამ მხრივ, სრულად განსხვავდება. ყველა მიმართულებით საჭიროა ვარჯიში, რათა ყველა კუნთი გააძლიერო და შემდეგ გაიმარჯვო. ვარჯიში 14 წლისამ, ცოტა დაგვიანებით დავიწყე. ჩემი სპორტული კარიერა გაგრძელდა 16 წელი და 30 წლიდან შევეშვი აქტიურ სპორტს.

- იმ პერიოდში დაგიწყიათ ჭიდაობა, როცა ქვეყანაში რთული ვითარება იყო და ფაქტობრივად, სპორტისთვის არავის ეცალა.

- 90-იანები იყო, გაჭირვება, სპორტისთვის მართლაც არავის ეცალა... ახლანდელ თაობას რა ხელშეწყობა და პირობებიც აქვს, იმის 20 პროცენტი გვქონდა ჩვენ, მაგრამ მაინც ყველა სპორტსმენი იბრძოდა გამარჯვებისთვის... გვიჭირდა, იყო მომენტი, მგზავრობის თანხა არ მქონია და ფეხით სიარული მიწევდა. ვფიქრობ, მიზანდასახულობის, თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ის, რასაც მივაღწიე და მადლობა უფალს ამისთვის. 16 წელს შრომას რომ ჩადებ, მთელი ახალგაზრდობა სპორტში იქნები და შედეგზე ვერ გახვალ, ძალიან გულდასაწყვეტია; მე კი, მე მეტ-ნაკლებად, კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ მივაღწიე მიზანს.

- ოჯახმა თუ მოგიწონათ პროფესიული სპორტისკენ გადადგმული ნაბიჯი?

- მოჭიდავეების გარემოცვაში ვიზრდებოდი და ისინი ჩემთვის სამაგალითო ადამიანები იყვნენ... მოგვიანებით, თბილისში წავედი, ვაარჯიშობდი და სპორტსკოლა-ინტერნატში ვცხოვრობდი. ასე გაჭირვებით დავიწყე სპორტული კარიერა და რასაც მივაღწიე, ბევრი რამ სწორედ გლდანის სპორტსკოლა-ინტერნატის დამსახურებაა. 2003 წლამდე ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდი თბილისში. იცით, როდესაც სპორტითაა ახალგაზრდა დაკავებული, ნაკლებად აქვს დრო, თუნდაც „ბირჟაზე“ დადგეს... ამიტომაა სპორტული ცხოვრება კარგი - ახალგაზრდა მოწყვეტილია ქუჩას და მეც, როგორც სპორტსმენი, ყველას ვურჩევ, დაკავდნენ სპორტით.

- საქართველოში ადვილი არაა სპორტული კარიერის გაკეთება, ხელისუფლების თანადგომასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს... პირადად, თუ გრძნობთ, რომ ზრუნავენ ჯანსაღი თაობების აღზრდაზე?

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ახლა ქობულეთის სპორტულ სკოლას ვხელმძღვანელობ და როგორც ამ საქმეში საკმაოდ ჩახედული ადამიანი, გეტყვით -  სპორტსმენმა სხვადასხვა შეჯიბრში თუ არ მიიღო მონაწილეობა, არ გაიარა შეკრებები, ძალიან გაუჭირდება სერიოზულ შედეგებზე გასვლა. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა კი, ჩვენმა მერმა ბატონმა მირიან ქათამაძემ, მოახერხეს ის, რომ სპორტსმენები ბაკურიანში შეკრებაზე გაუშვეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას, თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ და ამის არდანახვა, შეუძლებელია. ფაქტია -  ახლანდელ თაობას უფრო გაუმართლა, თუნდაც დაფინანსებით, მხარში დგომით, ბევრად წინ არიან და ეს მხოლოდ ჭიდაობას არ ეხება - ჩემ სპორტულ სკოლაში 11 სახეობაა და ყველას სახელით ვსაუბრობ ახლა.

ერთი, რაც მინდა აღვნიშნო - სამწუხაროა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტს შესაბამისი სპორტსკოლა არ გააჩნია. როდესაც რეგიონში სპორტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, იქ აუცილებლად უნდა იყოს ევროსტანდარტების შესაბამისი სპორტული სკოლა, ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის, რათა მშობელმა არ იფიქროს - იქ ცუდი პირობებია და შვილს ვერ გავუშვებო. ხელშეწყობა სჭირდება სპორტს და მშობელსაც უნდა დავანახოთ, რომ მის შვილზე ვზრუნავთ. ჩვენი სკოლის შენობა კატასტროფულ მდგომარეობაშია და არადა, გვინდა, მისაბაძები გავხდეთ რეგიონში.

- თქვენ როგორ გახდით სპორტსკოლის ხელმძღვანელი?

- სპორტული კარიერა რომ დავასრულე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში დავიწყე მწვრთნელად მუშაობა, მერე კი, გარკვეული მიზეზების გამო, ქობულეთს დავუბრუნდი. საქმე ისაა, რომ  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,  გვაქვს იმის ფუფუნება, მიღწეული შედეგებით ვიამაყოთ, მაგრამ თავისუფალ ჭიდაობაში, ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავე ვარ მე აჭარის მასშტაბით. ალბათ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ შემომთავაზეს სპორტკომპლექსის ხელმძღვანელობა. მე კი იმედი მაქვს, მომავალი თაობა მომხსნის ამ „პასუხისმგებლობას“ და საუკეთესო შედეგებზე გავლენ. ყველა სპორტსმენი ცდილობს, სამშობლო ასახელოს და ჩვენც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, საქართველოს დროშა მრავალჯერ ავწიოთ საერთაშორისო არენაზე.

- თქვენს მოსწავლეებს რა სულისკვეთებით ავარჯიშებთ?

- ხშირად ვესწრები ვარჯიშებს და არც მოსწავლეების გარჩევა მჩვევია, ყველა ქობულეთელი სპორტსმენი, ჩათვალეთ, ჩემი გულისტკივილი და ჩემი მოსწავლეა, ამიტომ ვცდილობ დავარიგო, ვუჩვენო გზა წარმატებისკენ და ყველანაირად შევუწყო ხელი მათ წინსვლას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება