მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N89 საჯარო სკოლის ფსიქოლოგმა თიკო ბეჟანიშვილმა დისტანციური სწავლების მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებაზე კვლევა ჩაატარა. გთავაზობთ ინფორმაციას კვლევის შედეგებზე:
„89-ე საჯარო სკოლამ გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ მოსწავლეებსა და მშობლებს არსებული სწავლების მოდელის მიმართ. ამისათვის მოხდა კლასების დაყოფა შემდეგ კატეგორიებად: I-VI, VII-IX და X-XII. შედგა კითხვარი როგორც აღნიშნული კლასებისთვის, ისე მშობლებისთვის. კითხვარმა გაიარა ექსპერტული შეფასება. იგი შედგებოდა 12 ღია და დახურული ტიპის კითხვისგან. კითხვარი იყო ანონიმური, მის შესავსებად თითოეულ მონაწილეს დაახლოებით 1 კვირა ჰქონდა.
მიღებული პასუხების ფონზე ნათელი გახდა, რომ დისტანციურ სწავლებაში მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული. ისინი ესწრებოდნენ გაკვეთილებს Teams-ში, ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი მასწავლებლებთან, ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს და თვალს ადევნებნენ ტელეგაკვეთილებს. ასაკის ზრდასთან ერთად ტელეგაკვეთილებზე დასწრების სიხშირე იკლებდა. დისტანციური ურთიერთობისთვის მოსწავლეების მიერ ასევე, აქტიურად იყო გამოყენებული Facebook/Messenger.
რაც შეეხება მშობლების ჩართულობას, აღმოჩნდა, რომ უმეტესი მათგანი საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა სწავლის პროცესში. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ყოველთვის ამოწმებდნენ მათი შვილების ჩართულობას, თუმცა დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევდნენ, როცა ამისი საჭიროება დგებოდა.
მოსწავლეებსა და მშობლებს ვთხოვეთ, დაესახელებინათ დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩამოთვლილი პასუხები აზრობრივად გავაერთიანეთ კატეგორიებში. მათი აზრით, დისტანციურმა სწავლამ ხელი შეუწყო ბავშვებისთვის ახალი უნარების გამომუშავებას, როგორც პიროვნული, ისე ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ეს იყო მათთვის სიახლეების ძიების დასაწყისი. ასევე, წაახალისა ინდივიდუალური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობა. მნიშვნელოვან ფაქტორად დასახელდა დროისა და გარემოს კონტროლის შესაძლებლობა. სტრესისა და ხმაურის დონის შემცირებამ, მათი აზრით, პოზიტიური გავლენა იქონია სწავლის ხარისხზე.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, აბსოლუტური უმრავლესობა ასახელებდა ტექნიკურ ხარვეზებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად. ასევე, გადაჭარბებულ ინტერნეტდამოკიდებულებას, რაც უარყოფითად აისახებოდა მათ ჯანმრთელობაზე. უარყოფით მხარედ დასახელდა რეალური ურთიერთობების სიმცირეც, რის გამოც ხშირად უჭირდათ სასწავლო პროცესის ადეკვატური აღქმა. კვლევაში მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დისტანციური სწავლება თავისი ხარვეზებიდან გამომდინარე ვერ შეედრებოდა სრულყოფილ სასწავლო პროცესს.
კითხვარის დასასრულს მონაწილეებს ვთხოვეთ, სასწავლო პროცესის დახვეწისთვის მიეცათ სკოლისთვის რჩევები და რეკომენდაციები. სკოლას მიეცა რჩევა, რომ უფრო მეტი სიხშირით გამოეყენებინათ ვიზუალური სახით წარმოდგენილი პრეზენტაციები Power Point-ის მეშვეობით, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს გახდიდა.
მათი ძალიან დიდი ნაწილი ერთხმად აღიარებდა, რომ სკოლამ არ დაიშურა ძალისხმევა იმისათვის, რომ სწავლა გაგრძელებულიყო. მათი აზრით, ის გამოწვევა როგორიც იყო დისტანციური სწავლება, სკოლამ წარმატებით დაძლია, ამიტომ ურჩევდნენ, გაყოლოდნენ იმ კურსს, რომელიც თავიდანვე აირჩიეს.
როგორც ვნახეთ, აღნიშნული კვლევა საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. მიღებული შედეგები განვიხილეთ დირექციასთან და მასწავლებლებთან ერთად. ვიმსჯელეთ დისტანციური სწავლების უარყოფითი მხარეების დაძლევისა და რეკომენდაციების გათვალისწინების გზებზე.
სკოლა მადლობას უხდის კვლევაში მონაწილე თითოეულ მოსწავლესა და მშობელს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია აუცილებლად მოახდენს გავლენას პროცესზე და გათვალისწინებული იქნება მომავალი სასწავლო წლისთვის“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო