სიახლეები
სიახლეები

რაში დახარჯავს განათლების სამინისტრო 7 მილიონ დოლარს? - „3 ფაქტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის ამ პროგრამას“
05-07-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან და USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარის მიერ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. 

მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და USAID-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის გვერდით დგომა ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისთვის. მინისტრის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გააძლიერებს. 


„დღეს მქონდა საინტერესო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და USAID-ის მისიის დირექტორთან, სადაც განვიხილეთ 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დეტალები. იგი მთლიანად მოხმარდება განათლების სისტემის გაუმჯობესებას, კერძოდ, პროექტის ფარგლებში მოხდება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დახვეწა. ეს კი, თავის მხრივ, გააუმჯობესებს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების უნარებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობასა და საელჩოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მხარდაჭერისთვის“ - მიხეილ ჩხენკელი. 

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში: „დღეს შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ბატონ მინისტრთან, სადაც ოფიციალურად გავხსენით USAID-ის ზოგადი განათლების პროგრამა. ეს არის 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სამინისტროს რეფორმას – „ახალი სკოლის მოდელს“ - თანხვდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ორი პროგრამა ერთობლივად  ნაყოფიერად იმუშავებს და საბოლოოდ კარგ შედეგებს მივიღებთ. USAID-ის პროგრამა გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, გარდა ამისა, ითვალისწინებს მასწავლებელთა ტრენინგებს, ახალი სასწავლო რესურსების შექმნასა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სასარგებლო უნარების ჩამოყალიბებას. ჩვენი სააგენტოების – USAID-ის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“, „მშვიდობის კორპუსი“ და საელჩოს სხვადასხვა პროგრამით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, რაც მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.“

პიტერ ვიბლერი, USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა USAID-სთვის, რადგან მინისტრთან და ქალბატონ ელჩთან ერთად აღვნიშნეთ USAID-ის ახალი 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის დაწყება, რომელიც 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. პროგრამა ზოგადი განათლების მხარდაჭერას გულისხმობს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი კონკრეტული მიზეზის გამო: პირველი იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა, იგი ქართული მხარის მიერ არის ინიცირებული და მის განხორციელებას ჩვენ, ამერიკული მხარე ვუჭერთ მხარს; მეორე, პროექტი გულისხმობს განათლების სფეროს დახვეწას, მოსწავლეზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლას, მოსწავლეებში კრიტიკული, ანალიტიკური უნარების განვითარებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარებას; ასევე მნიშვნელოვანია მესამე ფაქტორი, რომ პროექტში ჩართულია კერძო სექტორი, საერთაშორისო თუ ქართული კომპანიები. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს სამი ფაქტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის ამ პროგრამას“.

USAID-ის ახალი პროგრამა გულისხმობს საქართველოს საჯარო სკოლებში ინტერაქციული სწავლების ხელშეწყობას, რაც მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. ამგვარი მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში მყარ საფუძველს შექმნის ახალგაზრდების წარმატებებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება