სიახლეები
სკოლები

გაიცანით წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლე საბა თუთბერიძე, რომელმაც დისტანციური სწავლების დროს თავი გამოიჩინა
02-07-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების დროს საინტერესო აქტივობებში ჩართულობით თავი გამოიჩინეს. ერთ-ერთი მათგანი მე-4 კლასის მოსწავლე საბა თუთბერიძეა. საბა პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩაბმული დისტანციურ სწავლებაში. 

„მოსწავლეებს, რომლებმაც გლობალური პანდემიის დროს, დისტანციური სწავლების პროცესში გამოიჩინეს აქტიურობა, შემოგვთავაზეს სხვადსხვა სასწავლო დამხმარე რესურსები, ვიდეორგოლები და სხვ. ასევე მონაწილეობა მიიღეს სკოლის მიერ გამოცხადებულ ონლაინ კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“.

სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლის ფეისბუქის სოციალური გვერდი ერთი დღით დაეთმობა ინდივიდუალურად ერთ მოსწავლეს, აქ თავს მოიყრის ის ნაშრომები, რომლითაც კონკრეტულად გამოიჩინა თავი ბავშვმა. ამით გვინდა გავზარდოთ მოსწავლის მოტივაცია და გავაღრმავოთ ურთიერთობები სკოლას, მოსწავლესა და მშობელს შორის. დღეს გაგაცნობთ ერთ მათგანს. 

მე-4 კლასის მოსწავლეს საბა თუთბერიძეს. საბა პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩაბმული დისტანციურ სწავლებაში. გვიგზავნიდა დამატებით რესურსებს, სლოგანებს, ვიდეორგოლებს, საინტერესო აქტივობების ამსახველ ფოტოებს და სხვ.
სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობისთვის სკოლის დირექციის მიერ დაჯილდოვებული იქნა სიგელით.
გვიხარია, რომ ასევე აქტიურობდა საბას დაიკო, ჩვენი მომავალი პირველკლასელი სანდრა, რომელმაც გამოგვიგზავნა სლოგანები და ვიდეორგოლი.

ჩვენს საინტერესო სასკოლო ურთიერთობებს და სკოლის მიღწევებს, დიდად განაპირობებს ჩვენი მშობლების გვერდით დგომა, მათი ერთგულება და სიყვარული. სწორედ ამიტომ მადლობას ვუხდით საბას და სანდრას დედიკოს ირინა გაბიანს.
მჯერა წინ ბევრი წარმატებები გველის“,-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება