სიახლეები
სკოლები

გაიცანით აჭარაში პირველი მენტორი მასწავლებელი, სალიბაურის N2 სკოლის პედაგოგი ხათუნა ხალვაში, რომელიც ყოველთვის ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს
02-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ და მისაბაძ მასწავლებლებს წარმოაჩენენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, აჭარაში პირველ მენტორ მასწავლებელს, ასოცირებულ პროფესორს ხათუნა ხალვაშს გვაცნობს:

„უდიდესია მასწავლებლის როლი ახალგაზრდობის კეთილსინდისიერ, მორალურად სუფთა, კაცთმოყვარე, განათლებულ და კულტურულ პიროვნებებად, ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში. მსოფლიოში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ გამოწვევების წინაშე დააყენა მასწავლებელი, სწავლების ახალი ტექნოლოგიის
გამოყენების საჭიროება გამოიწვია.

ქართველმა მასწავლებელმა მალე გაართვა თავი შექმნილ სირთულეებს და ჩაერთო დისტანციურ სწავლებაში. ჩვენი სკოლის პედაგოგების (რომელთა უმრავლესობა წამყვანი და მენტორია) დაუღალავ შრომაზე მეტყველებს მადლიერი მშობელი და მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, პირველი მენტორი აჭარაში, განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ხალვაში იმთავითვე აქტიურად ჩაერთო დისტანციურ სწავლებაში, კონსულტაციას უწევდა კოლეგებს, უზიარებდა ცოდნა-გამოცდილებას. გამოცემის პროცესშია მისი მეთოდური სახელმძღვანელო - ხალვაში ხ., „ციფრული ინსტრუმენტები ხარისხიანი სწავლა/სწავლებისათვის“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2020.

იგი კოლეგებისა და მოსწავლეების დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს, სწავლების პროცესს უდგება არა ავტორიტარულად, არამედ დემოკრატიულად, მეტწილად მოსწავლეს აძლევს არჩევანის თავისუფლებას სწავლა/სწავლებაში, ორიენტირებულია მოსწავლეზე, გეზის მიმცემია, ხელს უწყობს მოზარდებში თვითშეფასების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მის მოსწავლეებს არ უჭირთ თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.

ხათუნა ხალვაში ყოველთვის ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს. დისტანციური სწავლებისას მრავალფეროვანი იყო მისი გაკვეთილები: ონლაინდისკუსია, გაკვეთილი აუქციონი, ვიდეოკონფერენცია, ინტერაქტიული პრეზენტაცია და სხვ. ვირტუალურ საკლასო ოთახში მოსწავლეები თავად ქმნიდნენ ისეთ საინტერესო რესურსებს, როგორიცაა: კომიქსი, ლეპბუკი, ინტერაქტიული პლაკატი, პოსტერი, ბუკლეტი, ონლაინვიქტორინა, კროსვორდი, ანიმაციური ვიდეო, მუშაობდნენ პროექტზე ერთად თანადროულად ონლაინსივრცეში. სწავლების პროცესში ჩართო მშობლებიც, ქმნიდა კომფორტულ ფსიქოლოგიურ გარემოს.

მასწავლებელმა დრო უნდა დაუთმოს თვითგანათლებას. პიროვნული და პროფესიონალური კომპეტენციების განვითარება - ეს აუცილებელი პროცესია, რადგან განათლებაში რეგულარულად ჩნდება გამოწვევები, ახალი ტექნოლოგიები და სწავლების სტრატეგიები“. 

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება