მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები დისტანციურად გააცილა. სკოლის სასწავლო ნაწილმა მაია ფაღავამ 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ემოციური წერილი მიუძღვნა, სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„საჩინოს საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას.
...ვწუხვართ, რომ თქვენთვის ბოლო ზარის მოლოცვა და სკოლიდან გაცილება დისტანციურ რეჟიმში მოგვიხდა. წარმატებული და ბედნიერი მომავალი გვინდა გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს️, დაგვილოცნიხართ სიყვარულისა და სიკეთის გზით გევლოთ“, - აღნიშნულია მაია ფაღავას მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს მე-12 კლასელებმა სასწავლო წელი უჩვეულოდ, დისტანციურად დაასრულეს. კორონავირუსის პანდემიის და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წლის გამო, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო