მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მასწავლებლები თავიანთ შეხედულებას გვიზიარებენ:
„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები წარმოგიდგენთ მსჯელობას/მოსაზრებებს მასწავლებლის როლზე, გამოწვევებზე, უნარ-ჩვევებზე, ღირსებებსა და განვითარებაზე, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგების მოსაზრებით: 21-ე საუკუნის მასწავლებელი უნდა იყოს მუდმივად სიახლეების ძიებაში, მარტივად შეეძლოს ინოვაციური მეთოდების გამოყენება პრაქტიკაში. მასწავლებელს მოსწავლესთან აუცილებლად უნდა ჰქონდეს მეგობრული, ლოიალური, ობიექტური მიდგომა. მას უნდა შეეძლოს მოსწავლეებთან ინდივიდუალური ურთიერთობა, რათა მათ დაინახონ, რომ მასწავლებელი არ არის მიკერძოებული რომელიმე მოსწავლის მიმართ. მასწავლებელი უნდა იყოს: კომუნიკაბელური, სამართლიანი. მას უნდა შეეძლოს ემოციების მართვა და მაქსიმალურად ჩართოს ყველა მოსწავლე სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის გათვალისწინებით“.
ჩანაწერი მომზადებულია თემის - „თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი“ ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.