მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარება დახურულ სივრცეში - ესაა ძირითადი რეკომენდაცია ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის, თუმცა დაგვეთანხმეთ, ამ წესების დაცვა გარკვეულ შემთხვევებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ამჯერად, სააღმზრდელო დაწესებულებებზე შევჩერდებით, რომლებიც კარგა ხანია დაკეტილია და საქმიანობა ამ ეტაპზე ეკრძალებათ. ისიც ცნობილია, რომ წელს არც საზაფხულო ბაღები გაიხსნება და აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა - საერთოდ თუ აღდგება ბაღების ფუნქციონირება? მით უმეტეს, მშობელთა დიდი მოლოდინი არსებობდა, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საბავშო ბაღებიც დაიწყებდა მუშაობას.
სწორედ ამ კითხვით მიმართა Etaloni.ge-მ ბაღების რეგულირების სააგენტოს, სადაც განაცხადეს, რომ ჯერჯერობით, ბაღების გახსნა-არგახსნა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭომ, ჯანდაცვის სამინისტრომ ერთად უნდა იმსჯელონ, შეიმუშაონ გარკვეული რეკომენდაციები თუ რეგულაციები და მხოლოდ ამის შემდეგ ეცოდინებათ, რა ფორმით აღადგენენ მუშაობას ან საერთოდ გაიხსნება თუ არა საბავშვო ბაღები.
გასაგებია, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბევრად რთულია სოციალური დისტანციის დაცვა პატარებს შორის, ხოლო პირბადის ტარება ექვს წლამდე ბავშვისთვის სავალდებულო არაა და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ბაღები არ გახსნილიყო, მაგრამ არც იმ მშობლების პროტესტის ატანა იქნება იოლი, რომლებიც მუშაობენ და ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ.
Etaloni.ge-მ ისიც გაარკვია, რამდენიმე კერძო ბაღი, მიუხედავად აკრძალვისა, მაინც ფუნქციონირებს. ახლა იმაზე საუბარს არ დავიწყებთ, ვინ მფარველობს და რატომ არ აინტერესებთ, კანონს რომ არღვევენ, მაგრამ ერთი ფაქტია - იატაკქვეშ რამდენიმე კერძო სააღმზრდელო დაწესებულება მაინც ფუნქციონირებს! ასეთ დროს კი გაუგებარია - თუ ვიღაცებისთვის მუშაობა დაშვებულია, მაშინ რა დააშავეს კერძო საზაფხულო ბაღების მასწავლებლებმა, რომლებიც ახლა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები?!
მარტივად რომ ვთქვათ - ბაღებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დიდი გაურკვევლობაა და ამ საკითხზე მუშაობისას, ძლიერთა ამა ქვეყნისა, დიდი სიფრთხილე მართებთ, რადგან საქმე ისევ და ისევ, მომავალი თაობების უსაფრთხოებას ეხება; თუმცა აქვე, მშობლებისა თუ მასწავლებლების ინტერესებიც გასათვალისწინებელია და საინტერესოა, როგორ გავივლით ამ ბეწვის ხიდზე ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა