მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გათენაძე:
„აბიტურიენტებს ვურჩევ შეინარჩუნონ სიმშვიდე, დაიცვან რეკომენდაციები, გადაიმეორონ ნასწავლი და განვლილი მასალა, მოახდინონ ცოდნის მობილიზება და ყველაფერი კარგად იქნება! ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ დიდ წარმატებას და წინსვლას ცხოვრებაში“.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ხაფთანი:
„ყველას პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ და შემდეგ წარმატებას, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. ყველას დავლოცავ, სიკეთე და გამრავლება ჰქონდეთ. ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ დაგვჭირდება გონიერი და ჭკვიანი ადამიანები“.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის დირექტორი რომანი კვაშილავა:
„აბიტურიენტებს ვურჩევ, არ ინერვიულონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეეცადონ მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებობები. ვუსურვებ, დასახული მიზნისკენ წარმატებით სვლას და სასურველი შედეგის მიღებას“.
წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე:
„ეროვნული გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც აბიტურიენტის, ისე სკოლისათვის. ხდება მოსწავლისა და პედაგოგების 12-წლიანი შრომის შეჯამება-შეფასება. შეფასების შედეგები კი ჩვენი ახალგაზრდების მომავლის განმსაზღვრელია, სკოლებს კი შიდა და გარე შეფასებების შედარების საშუალებას აძლევს. ეროვნული გამოცდები ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი გამოცდაა აბიტურიენტებისათვის. წარმატების მისაღწევად სრული მობილიზება და სიმშვიდე სჭირდებათ, რათა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინონ თანაბარი კონკურენციის პირობებში. ვურჩევ, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის ორგანიზებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ახალგაზრდას! ჩვენ გულწრფელად გგულშემატივრობთ და გვჯერა თქვენი!
აბიტურიენტებს ამხნევებს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია:
„თორსის სკოლა აბიტურიენტებს მთელი გულით გულშემატკივრობს და ცხოვრების ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე წინსვლას და წარმატებებს უსურვებს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...