მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული გამოცდები კარს მოგადგა და არ იცი როგორ გამოიყენო გამოცდამდე დარჩენილი ძვირფასი საათები? ფიქრობ თავით გადაეშვა სახელმძღვანელოებში თუ მშვიდად დაწვე და დაიძინო? ჩვენ ვიცით პასუხები ამ ძალიან რთულ კითხვებზე.
მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ გამოცდის წინ
მოდუნდით
„ხვალ ქართულის გამოცდა მაქვს, ესენი კი მოდუნებას მირჩევენ!“- სავარაუდოდ გაიფიქრე შენ. მაგრამ გაგიმხელთ საიდუმლოს - შენ უკვე ყველაფერი იცი. მთელი ინფორმაცია, რომელიც გაიარე უკვე „ჩალაგებულია“ შენს თავში და საჭიროების შემთხვევაში უპრობლემოდ გაიხსენებ. ამიტომ თავს მოდუნების უფლება მიეცი. მუსიკას მოუსმინე, წაიკითხე წიგნი ან ბებიასთან წადი სტუმრად. ასეთი მნიშვნელოვანი დღის წინ შენს ტვინს დასვენების საშუალება მიეცი.
გადაიმეორე მასალა
თუ სახელმძღვანელოები თაროებიდან გეძახიან, მოსვენებას არ გაძლევენ და მოდუნებას ვერ ახერხებ, მაშინ გადაიმეორე მასალა, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს.
დაიმახსოვრე
როგორ უნდა დაიმახსოვრო მასალა ისე, რომ გამოცდის დღეს ის უპრობლემოდ გაიხსენო?
დამახსოვრების ერთ-ერთ ყველაზე მუშა ხერხად - „მნემოტექნიკა“ ითვლება. რთული დასახელების უკან ბავშვებიდან ჩვენთვის ნაცნობი ასოციაციები დგას. მაგალითად, ფორმულის დამახსოვრება გინდა, შეეცადე შეხედო მას სხვა კუთხით და წაიკითხო ის როგორც სიტყვა. რაც უფრო უჩვეულო იქნება სიტყვა, მით უფრო მარტივად დაგამახსოვრდებათ ის.
მოემზადე წინასწარ
საღამოს გამოცდისთვის რუტინულ მომზადებას შენი განმუხტვა შეუძლია. შეამოწმე, წერს თუ არა კალამი, კიდევ ერთხელ ნახე რისი წაღება შეიძლება გამოცდაზე, მოამზადე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - ეს შენს გადაღლილ ტვინს მეტნაკლებად განტვირთავს. კიდევ ერთი დადებითი პლუსი: შენ აღარ მოგიწევს დილით შფოთვით და სისწრაფით მომზადება, რადგან ყველაფერზე წინა საღამოს იზრუნე.
ასევე დაგაინტერესებთ: რა არ უნდა ჩაიცვათ გამოცდაზე? - რჩევები აბიტურიენტებს
გამოაღვიძე ტვინი
გამოცდის დილა შესაძლო არ იყოს მხიარული, მაგრამ ყველაფერი შენს ხელშია. ამ დილით დაივიწყე სახელმძღვანელოები და ჩართე მუსიკა. შეგიძლია წინასწარ მოამზადო შენი საყვარელი სიმღერების „ფლეი-ლისტი“, რომლებიც გამოცდების წინ გაგახალისებს. შეგიძლია მას მოუსმინო სანამ დაიბან, ჩაიცვამ და ისაუზმებ. მუსიკა შენს ტვინს გაახურებს და ინფორმაციის გადასამუშავებლად მოამზადებს.
გამოკვებე ტვინი
საუზმე აუცილებელია - რომელიც ძალებით აგავსებს და გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარება.
ბოსტონის მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერები გამოცდების წინ საუზმედ შემწვარ კვერცხს გთავაზობენ. საქმე ის არის, რომ კვერცხი მდიდარია ჰოლინით - B ჯგუფის ვიტამინით. ჰოლინი, კვლევის თანახმად, აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის დაბერებას ანელებს.
კვებისა და დიეტოლოგიის ამერიკულ აკადემიაში კი შვრიის მირთმევას გვირჩევენ. ის შეიცავს ნელ ნახშირწყლებს და სასარგებლო მიკროელემენტებს, ისინი ტვინს ენერგიას აძლევენ, რომელიც გამოცდის ბოლომდე უნდა გეყოთ.
ხოლო თუ გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა გსურთ, შეუძლებელია თავი გაართვათ ცხიმოვანი მჟავების - ომეგა-3-ის გარეშე. კვლევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ - British Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კოლეჯის ის სტუდენტები, რომლებიც ბერძნულ კაკალს მიირთმევდნენ, აჩვენებდნენ მსჯელობის უფრო შთამბეჭდავ შესაძლებლობებს, ვიდრე მათი მეგობრები, რომლებსაც კაკალი არ შეხვდათ. ომეგა-3-ით კაკალზე კიდევ უფრო მდიდარია თევზი: ორაგული და თინუსი. ამიტომ გამოცდის წინ თევზის ქონის კაფსულამ აუცილებლად უნდა დაამშვენოს თქვენი კერძი.
ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს დააყოლეთ წყალი. პირველ რიგში სტუდენტები, რომლებიც, გამოცდებამდე წყალს სვამენ, მას 10%-ით უკეთესად აბარებენ, მათ გაუწყლოვებულ მეგობრებზე. მეორეც თევზის ქონის შემდეგ წყალი აუცილებლად მოგინდებათ.
დესერტად კი უკეთესია შოკოლადი დააყოლოთ, სამხრეთ ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ის, ვინც შოკოლადს კვირაში მინიმუმ ერთხელ ჭამს, უკეთესად ასრულებენ სხვადასხვა კოგნიტურ დავალებებს, ვიდრე ის ვინც შოკოლადზე უარს ამბობს. ვარაუდობენ, რომ შოკოლადის ამ თვისებას განაპირობებს ფლავონიდები, რომელსაც ის შეიცავს.
წაიკითხე რაღაც მსუბუქი
ისევე როგორც სპორტში აქაც მოთელვაა საჭირო. გადახედე ახალ ამბებს, წასაკითხად გადანახულ სტატიას გადაავლე თვალი ან თუნდაც საყვარელი წიგნის რამდენიმე ფურცელი გადაიკითხე, ერთი სიტყვით, გაავარჯიშეთ ტვინი.
გააკეთე ის, რასაც საჭიროდ თვლი
ყველანი განსხვავებულები ვართ, ვიღაც სამეფო საუზმეს მოიმზადებს, სხვა მუსიკას მოუსმენს, ზოგი კი თაროდან საყვარელ წიგნს გადმოიღებს. გააკეთე ის, რასაც შენთვის სიამოვნება მოაქვს და კონცენტრირებაში გეხმარება.
გამოიძინე
აუცილებლად გამოიძინე. რა თქმა უნდა, დიდია ცდუნება მთელი ღამით საგამოცდო საკითხებს ჩაუჯდე , მაგრამ მეცნიერებს თუ დავიჯერებთ ტყულად გაირჯები. რადგან სწორედ ძილის დროს ხდება წინა დღით მიღებული ინფორმაციის გამყარება. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ნელი ძილის დროს ტვინში აქტიურდებიან ნეირონების იგივე ჯგუფები, რაც სწავლის დროს. ე.ი. იმისთვის რომ უკეთ დაიმახსოვროთ მასალა, უკეთესია თუ ადრე დაწვებით. ტვინი კიდევ ერთხელ გადაახვევს ახალ ინფორმაციას და გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ.
რა არ უნდა გააკეთოთ?
არ ჩავარდე პანიკაში
თუ ეს გამოცდა მათემატიკაში გაქვს, შენ კი ჰუმანიტარი ხარ. დამშვიდდი, მას მაინც ვერ აიცილებ თავიდან. მიიღე ეს როგორც მოცემულობა ან როგორც საკუთარი თავის გამოცდა. ნუ დაახლი თავს წიგნებს. არაფერ კარგს ეს არ მოგიტანს და ვერც გამოცდაზე დაგეხმარება.
ნუ ჩაეფლობი ტელეფონში
ჩვენი სმარტფონები - შავი ხვრელებია. თუ ხელში ტელეფონს აიღებს, ჩათვალე, რომ დაიკარგე. მთელი შენი მომზადება ქარს წაუღია, რადგან უფრო საინტერესოა YouTube-ზე ახალი ვიდეოს ნახვა ან საკუთარი ფოტოს გარედაქტირება, ვიდრე მასალის გადაფორმება.
ნუ გაატარებ დროს იმაზე ფიქრში, თუ სად დამალო „შპარგალკა“
რადგან მათი თან წაღება საერთოდ არ ღირს. ზოგადად „შპარგალკების“ გაკეთება სასარგებლოა: ეს ეხმარება ინფორმაციის სტრუქტუირებაში, მნიშვნელოვანი ფაქტების დამახსოვრებაში, ყურადღების გადატანაში და ასე შემდეგ. მაგრამ პანიკაში მათი ფეხსაცმელსა და ქამარში დამალვა მკაცრად უკუნაჩვენებია. პირველ რიგში, ეს ქმედება უფრო მეტად აგაღელვებს. მეორეც შეიძლება დაგიჭირონ და გამოცდიდან გამოგაგდონ.
ნუ შეეცდები ყველაფრის ბოლო მომენტში დამახსოვრებას
გამოცდისთვის მის მიჯნაზე მომზადება ძალიან ცუდი იდეაა. შენი ტვინი ინფორმაციის ასეთ მოცულობას ვერ აითვისებს და მთელი ცოდნა მოკლევადიანი მეხსიერების განყოფილებაში მოხვდება, საიდანაც 20 წამში დაიკარგება. ამასთან, ყველაფერი, რასაც შენ ამ დრომდე ამუშავებდი, შესაძლოა აირიოს და დილით გამოცდაზე თავში დიდი არეულობა გქონდეს. ამიტომ უკეთესია წინა ღამეს არ მიუჯდე სახელმძღვანელოებს და ამის ნაცვლად თავს დასვენების უფლება მისცე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...