მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მოხალისეობა“-ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა თეა ბარდაველიძემ, მერი ბრეგაძემ და გიორგი საკანდელიძემ მოსწავლეებს საინტერესო, ინოვაციური და ინტერაქტიული გაკვეთილი შესთავაზეს.
„2020 წლის 23 მაისს შედგა დისტანციური CTEL გაკვეთილი. ქალაქ ქუთაისის N17 სკოლის გუნდი ყოველთვის აქტიურად იღებს გამოწვევებს და არც ეს იყო გამონაკლისი. პროექტში მონაწილე ინგლისური ენის პედაგოგი: თეა ბარდაველიძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - მერი ბრეგაძე და საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი- გიორგი საკანდელიძე ენთუზიაზმითა და უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საკითხს და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შესთავაზეს საინტერესო, ინოვაციური და ინტერაქტიული გაკვეთილი თემაზე: „მოხალისეობა“. თემა, რომელიც არის სიყვარულის, სიკეთის, ურთიერთთანადგომისა და კეთილშობილების გამოვლინება. მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ თემაზე ხელს შეუწყობს მომავალ თაობას გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი და სასარგებლო წევრები.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე გაანალიზეს გრაფიკულ, სტატისტიკური მონაცემები და გამართეს დისკუსია მოხალისეობასთან დაკავშირებით, იმსჯელეს და დაასაბუთეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოხალისეობა. (აიღეს ინტერვიუები და შეავსეს ცხრილები). სასწავლო გაჩერებების გამოყენებით გამოხატეს თავიანთი ინტერესები მოხალისეობაზე. ასევე გაანალიზეს სხვადასხვა ტექსტები მოხალისეებზე „ამბის პირამიდის“ დიაგრამის საშუალებით. შემდეგ შექმნეს ფლაერები MS PUBLISHER-ში მოხალისეების მოსაზიდად, ასევე გამოიყენეს ბრძანებითი წინადადებები სწორი პუნქტუაციით. და ბოლოს, შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები მოცემული შეფასების რუბრიკის მიხედვით“,-ვკითხულობთ სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო