სიახლეები
სიახლეები

სკოლების გახსნა პრიორიტეტი უნდა იყოს - UNICEF უსაფრთხოებისთვის 6 რეკომენდაციას აქვეყნებს
03-07-2020
-
+


სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე. ვითარების გაუმჯობესებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დროა, ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო პირობებს - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


UNICEF-ის მოსაზრებით, არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება და ამავდროულად არსებობს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, უსაფრთხოებასა და სწავლაზე სკოლების დახურვის უარყოფითი ზეგავლენის ძლიერი მტკიცებულება. 


„სკოლები იმ პრიორიტეტულ დაწესებულებებს შორის უნდა მოექცეს, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დანერგვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკების მიმართ. სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე. ვითარების გაუმჯობესებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დროა, ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო პირობებს. 

კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად და ზრდის ზომიერი ტემპის შესანარჩუნებლად საქართველომ მკაცრი ზომები გაატარა. არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ქვეყნებში დაავადების გავრცელების მთავარ ფაქტორებს. ფაქტობრივად, არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება.


იმავდროულად, არსებობს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, უსაფრთხოებასა და სწავლაზე სკოლების დახურვის უარყოფითი ზეგავლენის ძლიერი მტკიცებულება. როდესაც ბავშვები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დადიან სკოლაში, იზრდება  ფიზიკური, ემოციური და სქესობრივი ძალადობის რისკი, უარესდება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა. იზრდება მათი დაუცველობა ბავშვთა შრომის საფრთხის მიმართ და ალბათობა, რომ ისინი ვერ მოახერხებენ თავის დაღწევას სიღარიბისათვის. ყველაზე გარიყული ბავშვების სკოლის გარეშე ყოფნამ, თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, რომელთა მოქმედებაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გასტანს. ამასთანავე, არასათანადო განათლების მქონე ბავშვების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაბალია.

სკოლების გახსნის დროის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და მთლიანად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს სკოლების გახსნის დადებითი მხარეებისა და რისკების შეფასებას, მტკიცებულებებს, მათ შორის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს. სკოლებში უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი ღონისძიებები, მოხდეს ადაპტაცია რისკების ან ადგილობრივ დონეზე კორონავირუსის გავრცელებასა და მდგომარეობის ცვლილების შესახებ მიღებული ახალი ინფორმაციის შესაბამისად“ - წერია ფონდის განცხადებაში. 

გაეროს ბავშვთა ფონდი აქვეყნებს რჩევებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნაში. მათ შორისაა შემდეგი რეკომენდაციები:

სათანადო წყალმომარაგებისა და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისათვის;

ფიზიკური დისტანცირების ზომების განხორციელება, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების აკრძალვა, რომლებიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრას;

სასწავლო დღის დაწყებისა და დასრულების გრაფიკის დარეგულირება;

სკოლაში კვებისათვის გამოყოფილი დროის ცვლილება;

გაკვეთილების ჩატარება დროებით მოწყობილ სივრცეებში ან ღია ცის ქვეშ;

გაკვეთილების ჩატარება ცვლებში, კლასების ზომის შემცირების მიზნით.

სკოლების გახსნისთანავე ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვის ჩართულობა სასწავლო პროცესში; თითოეულ ბავშვს უნდა შეეძლოს სკოლაში ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და კვების მომსახურებით სარგებლობა; და თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე. გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები შესაძლოა მოგვევლინოს ჩვენს სკოლებში უმნიშვნელოვანესი გარდაქმნის კატალიზატორად, რის შედეგადაც თითოეული ბავშვი შეძლებს იმ უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად ცხოვრებაში, სკოლაში და შრომით ბაზარზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება