მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურობდნენ. მათ მასწავლებლებს შესთავაზეს სხვადსხვა სასწავლო დამხმარე რესურსი, ვიდეორგოლები და ა.შ. ასევე მონაწილეობდნენ სკოლის მიერ გამოცხადებულ ონლაინ კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“. აქტიური ბავშვები სკოლის დირექციამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
„სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლის ფეისბუქის სოციალური გვერდი ერთი დღით დაეთმობა ინდივიდუალურად ერთ მოსწავლეს, აქ თავს მოიყრის ის ნაშრომები, რომლითაც კონკრეტულად გამოიჩინა თავი ბავშვმა. ამით გვინდა გავზარდოთ მოსწავლის მოტივაცია და გავაღრმავოთ ურთიერთობები სკოლას, მოსწავლესა და მშობელს შორის. დღეს გაგაცნობთ ერთ მათგანს.
მე-6 კლასის მოსწავლეს ნიკოლოზ ტალიაშვილს. ნიკა ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე იყო, რომელიც დისტანციურ სწავლებაში ჩართულობისგარდა, სკოლის ყველა ონლაინ ღონისძიების მონაწილე იყო. მან გაგვაცნო თავისი საყვარელი წიგნები თავის საყვარელ დაიკოსთან, ნუცასთან ერთად, გვიხატავდა სხვადასხვა ნახატს, საქართველოს დამოუკიდებლობაზე მოამზადა ვიდეორგოლი, გვიკითხავდა ლექსებს, კონკურსისთვის „სხვა სამყარო ჩემი“ დაამზადა სააღდგომო აქსესუარები და სხვ.
სკოლის დირექციამ სანიმუშო მოსწავლე დააჯილდოვა მადლობის სიგელით. მადლიერებას გამოვხატავთ ასევე, ნიკას დედიკოს,გვანცა ბერძენიშვილის მიმართ“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო