მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.
ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების ხელშეწყობის მიზნით, რომლებსაც გამოცდების ჩაბარება, ან სხვადასხვა საჯარო სკოლებში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები:
1. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსი აბიტურიენტებს გლდანში არსებული N39, N173 და N177 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაიყვანს.
2. კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გავა, მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მიკრორაიონში არსებულ N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.
3. მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრაობას მე-3 მასივში არსებულ N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს.
4. მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს მეტრომშენის დასახლებაში არსებულ N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.
5. მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ავტობუსი დიღმის მასივში არსებული N147 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა