მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლების დირექტორები განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებს მართავენ იმასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყება ახალი სასწავლო წელი. თუმცა ჯერჯერობით, უამრავი კითხვის ნიშანია და სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან, არაერთი საკითხის განხილვა-გადაწყვეტა მოუწევთ.
ასეა თუ ისე, ფაქტია, სკოლები ერთ სტანდარტამდე ვერ მივლენ და ყოველი მათგანი, ისევ და ისევ, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ერთნაირად ვერ იმუშავებს. აქვე მნიშვნელოვანია შეფასების სისტემა, რადგან დისტანციური სწავლების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, შეფასება შემაჯამებელი სამუშაოების მიხედვით მოხდეს; სხვათა შორის, ამაზე ყურადღება N161 საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემაც გაამახვილა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში და დასძინა, რომ ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება აუცილებელია იმიტომ, შესაძლოა, მთელი სასწავლო წელი მოუწიოთ სკოლებს სპეციალურად შედგენილი ცხრილით მუშაობა - „შეიძლება მთელი წელი ასე მოგვიწიოს მუშაობა და ამიტომაა საჭირო, გაკვეთილების ხანგრძლივობის შეცვლაც. სრულად დისტანციური სწავლებისას, გაკვეთილები 20 წუთამდე დაიყვანეს, მაგრამ შემდეგში გაკვეთილები გონივრულ დროში უნდა ჩატარდეს - არანაკლებ 30-35 წუთისა. 15 წუთში გაკვეთილი ვერ ჩატარდება და ეს იქნება თვალებში ნაცრის შეყრა“.
მიხეილ მინდაძემ კლასების გაყოფაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „კლასი რომ გავყო, ორი კლასი გამოვა და ხარჯიც ორმაგი იქნება, ამის საშუალება კი სკოლას არ აქვს, ამიტომ მეტი სივრცე დაეთმობა კლასებს და გაკვეთილის ხარისხიც დამოკიდებული იქნება მასწავლებლის ოსტატობაზე“.
რაც შეეხება თერმოსკრინინგსა და სხვა რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც მოუწევთ სკოლებს, სავარაუდოდ, მთავარი მაკონტროლებლის ფუნქცია მანდატურებს დაეკისრებათ, რათა დასვენებებზე უზრუნველყონ, თუნდაც ბავშვების დისტანცირება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა