მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N71 საჯარო სკოლა ლიდერ სკოლებს შორისაა. სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
„ჩვენი სკოლა თბილისის ლიდერ სკოლებს შორის! მადლობა აქტიურ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს!! მე ❤ 71!!!
ყოველი აღიარებისა და წარმატების შემდეგ ვრწმუნდები, რომ ამ პროექტში სკოლის მონაწილეობა, იყო სწორი გადაწყვეტილება! ეს სტიმულია სხვა, საინტერესო პროექტებში, მოსწავლეებისა და მშობლების ჩართვისთვის!! მე ❤ 71!!!“-წერს დირექტორი პაატარ ჩორგოლაშვილი სოციალურ ქსელში.
თბილისის გამორჩეული 71-ე საჯარო სკოლის დირექტორისთვის და მასწავლებლებისთვის პრიორიტეტულია მოსწავლის განათლების მოტივაცია.
„ჩვენ მთელი წელი აქტიურად ვიყავით ჩართულები პროექტში და შედეგიც სახეზეა - ჩვენი სკოლა რეიტინგით მე-2 ადგილზეა თბილისის ლიდერ სკოლებს შორის. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში დიდი როლი მიუძღვის ჩვენი სკოლის დირექტორს, ბატონ პაატა ჩორგოლაშვილს. შეუფასებელია აგრეთვე მშობელთა ჩართულობა, შრომა და ამაგი. ისინი ყველანაირად უწყობდნენ ხელს თავიანთ შვილებს, არანაირი დაბრკოლება არ შექმნოდათ და ტესტებიც წარმატებით გაევლოთ.
izrune.ge საუკეთესო საშუალება იყო დისტანციური სწავლების პერიოდში. მშობელი და ბავშვი პროექტის ტესტებზე ერთობლივად მუშაობდნენ და ეს მათ დაახლოებას უწყობდა ხელს; ბავშვები ყოველთვის მზად იყვნენ, შეესრულებინათ ონლაინ-დავალებები, ასე რომ, izrune.ge-მ ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა, რისთვისაც დიდ მადლიერებას გამოვხატავთ,“-ამბობს ეტალონი დამრიგებელი ხათუნა ფახურიძე.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება