მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წელს განსხვავებული ეროვნული გამოცდები გველის - აბიტურიენტებსაც და გულშემატკივრებსაც გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ და სწორედ ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, N103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე მოაწყო. ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განათლების მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან ერთად, ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო საგამოცდო პროცედურები და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციები.
გამომცდელებასც, აბიტურიენტებსაც, გულშემატკივრებსაც გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ:
1. გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე;
2.ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.
„აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პირადობის მოწმობით და საგამოცდო ბარათით უნდა მობრძანდნენ და კარგად უნდა დააკვირდნენ რომელ ცენტრში, რომელ საათზე და რომელ დღეს უნდა გამოცხადდნენ. ასევე, მათ შეუძლიათ მოიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით, უფლება აქვთ შემოიტანონ ხურდა ფული და გარდა ამისა, შეუძლიათ მოიტანონ გელიანი კალამი, რომელიც უნდა იყოს შავი ფერის 0,5 -0,7 მმ ბურთულიანი თავით. ყველა სხვა დანარჩენი ნივთი არ არის დაშვებული. თუ მათ აუცილებლად სჭირდებათ, რომ სხვა ნივთიც მოიტანონ, მაშინ ამ ნივთის ჩაბარება მოუწევთ, მაგრამ რეკომენდაცია არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნივთები მოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის პოლიციის მიერ მოხდება მათი შემოწმება, თავადაც უნდა გაფრთხილდნენ, რათა არ შეყვეთ ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, დამხმარე მასალა ან ელექტრო საათი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, თუ ეს მოწყობილობები სექტორში აღმოჩნდება, ისინი ავტომატურად მოიხსნებიან გამოცდიდან“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო პროცესზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვისაც განისაზღვრა წესები. „არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროებით შეიზღუდება სარეგისტრაციო სივრცეში მედიის წარმომადგენლების შესვლა. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გადაიღონ მონაწილეთა გამოცდაზე შესვლის/გამოსვლის პროცესი მხოლოდ გარე პერიმეტრიდან. ინტერვიუების ჩაწერაც მხოლოდ შენობის გარეთ მოხდება”, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცნობილია ისიც, რომ საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივრების მობილიზებას, საპატრულო და მანდატურის სამსახური გააკონტროლებს.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება; საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება; სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი, 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.
იხილეთ უფრო მეტი ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა