სიახლეები
საინტერესო , რჩევები

„ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის კალაშნიკოვს დამიმიზნებენ, მაგრამ...“ - ინფექციონისტი კურორტების შესახებ გავრცელებულ მითებზე წერს
05-07-2020
-
+


ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და განმარტებას აკეთებს კურორტების შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო, რომელიც მკითხველმა არასწორად გაიგო.

მაია ბუწაშვილმა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ მშობლებს კურორტებისგან გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ, ჰაერის მონაცვლეობის და ბუნებისგან მოხდენილი სასწაულების სჯერათ. უფრო მეტიც, როგორც ინფექციონისტმა განაცხადა, კურორტებზე წაყვანით ხშირად ბავშვის ინფექციური დაავადების რისკს ქმნიან, ზოგან კი იმდენი მანქანა და გამონაბოლქვია, რომ ქალაქს არ ჩამოუვარდება. ამასთან, ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ პოპულარულ კურორტებზე სასარგებლო საკუთარი სოფელი შეიძლება იყოს, სადაც ბავშვი ნატურალურ პროდუქტს მიირთმევს და არც გამონაბოლქვი იქნება. 

აღნიშნულ სტატუსს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა როგორც მოქალაქეების, ისე კოლეგა ექიმების მხრიდან. ამიტომ, ბუწაშვილმა დამატებითი განმარტებების გააკეთა. ექიმის სტატუსს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

„რამდენიმე ხნის წინ ჩემს მიერ დადებულმა პოსტმა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა „ჰაერის მონაცვლეობის“ აუცილებლობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის მითია, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ბევრისგან რისხვა დავიმსახურე. ბრალი დამედო წინაპართა შეურაცხყოფაში. იყო ამ შინაარსის საყვედურები: „როგორ, ჩვენმა წინაპრებმა უკეთესად არ იცოდნენ, რომელი ჰაერია უკეთესი და რისი განკურნება შეუძლია?“ მე შეურაცხყოფა ის უფრო მგონია, პროგრესზე და კვლევებზე უარი ვთქვათ და როგორც ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, შელოცვებით ვუმკურნალოთ (ესეც ხომ საუკუნეების მანძილზე აპრობირებული მეთოდი იყო), ან რატომ ვცრით ბავშვებს, „მობრძანდნენ ბატონები, მოვეფეროთ და გავისტუმროთ“. ბევრს დღემდე სჯერა, რომ მინერალური წყლებით „​ამორეცხვები კუჭ-ნაწლავს წმენდს“.

მითების ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. თუმცა, მითებთან ბრძოლის მოტივაცია კი გამიჩინა ჩემი პოსტის გამოხმაურებებმა.

ზოგიერთებმა პოსტის შინაარსი არასწორად გაიგეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მკაფიოდ ეწერა პოსტშიც, გავიმეორებ, რომ სუფთა, გამონაბოლქვისგან თავისუფალი ჰაერი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. აქვე ისევ მყარად ვიტყვი, რომ ამ სუფთა ჰაერს ადამიანი სად სუნთქავს - ბოდბეში, ხიდისთავში, ნატანებში, კორბოულში, ბაზალეთში, ომალოში, ბაკურიანში, სვირში, ბახმაროში, წითელგორაში, წრომში თუ რა ვიცი, უამრავ სხვა ულამაზესი ბუნების მქონე სოფელში, ეს ნამდვილად სულერთია და ყველა შემთხვევაში სასარგებლოა. ასევე არავის დაუდგენია, რომ გინდა თუ არა ეს სუფთა ჰაერი 21 დღე უნდა ისუნთქო. რატომ, 25 ან 30 დღე რომ ისუნთქო, სუფთა ჰაერის ნორმას გადააჭარბებ?

ალბათ ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის კალაშნიკოვს დამიმიზნებენ, მაგრამ აბასთუმანი, ასევ ულამაზესი ბუნებით და საოცრად სუფთა ჰაერით, ტუბერკულოზს არ კურნავს. ვისაც ეს სჯერა, ის მაინც სვამს ანტიტუბერკულოზურ მედიკამენტებს და სწორედ ეს მედიკამენტები კურნავს და არა ჰაერი. აბასთუმანში დასვენებას რა ჯობია, მაგრამ ტუბერკულოზისგან ისინიც ზუსტად ისევე იკურნებიან, ვინც თავის ცხოვრებაში აბასთუმანში არ ყოფილა.
კურორტების თემაზე ადამიანებისგან ბუნებრივი რეაქცია იყო, რადგან ბევრისთვის ეს ცნობილი კურორტები იმდენად მყარად არის ასოცირებული ზოგი დაავადების „განკურნებასთან“, რომ ამ სტერეოტიპის შეცვლა ალბათ დიდხანს შეუძლებელი იქნება. ჩემგან ამის მცდელობა არც იყო. პოსტის იდეა სულ სხვაა და საბედნიეროდ, ბევრმა სწორად გაიგო, რისთვისაც დიდი მადლობა.

მე სხვა რამემ უფრო დამაფიქრა, მეხმაურებოდნენ ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად მედავებოდნენ იმაზე, რომ სამეცნიერო კვლევები საჭირო არ არის და „მშობელმა უკეთ იცის ბავშვს რა ჭირდება“, რომ მე, უცოდინარმა, არ ვიცი, რომ კურორტოლოგია მეცნიერებაა და ეს მეცნიერება ამტკიცებს, რომ მაგალითად, „ბრონქების განკურნება ზოგიერთი კურორტის ჰაერით არის შესაძლებელი“ და რა თქმა უნდა, როდესაც ვთხოვდი, შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებები გაეზიარებინათ, ამას არ/ვერ აკეთებდნენ. ამ ლოგიკით მედიკამენტების კვლევებიც საერთოდ არ ყოფილა საჭირო, თუ ადამიანებმა უკეთ იციან, რა „მოუხდებათ“. ზუსტად ასე მსჯელობენ ექიმბაშები და ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.

მოკლედ, სამედიცინო მითები ჩვენს ირგვლივ უამრავია. უბრალოდ, მთავარია, ამ მითებმა ადამიანებს ცხოვრება არ გაურთულოს და ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე დამაზიანებელი გავლება არ იქონიოს (თუმცა ასეც ხდება ხოლმე). ამიტომ კარგია, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა ხშირად წერს ამ მითების შესახებ. მეც შევეცდები ეს თემა გავაგრძელო“ - წერს ინფექციონისტი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება