მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ემოციური წერილი მიუძღვნეს.
„დღეს თქვენთვის დისტანციურად დაირეკა ბოლო ზარი. დღეს სამუდამოდ გამოემშვიდობებით სკოლის კედლებს, მერხებს...
სევდანარევი სიხარულით ვიხსენებთ ამ დღეებს. ძნელია ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება.
ერთმანეთს შესცქერით და პატარაობა გახსენდებათ - როგორ მიხვედით სკოლაში, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ გამოიყურებოდით... თქვენი პირველი მასწავლებელი - ... დამრიგებელი,- თბილი, მოსიყვარულე, რომელიც ამ წლების მანძილზე გვერდში გედგათ... სხვა მასწავლებლებიც არ გავიწყდებათ. ყველას ხალისით იხსენებთ... გახსენდებათ ერთად გადალახული სიძნელეები, კურიოზები, ექსკურსიები, შატალოები, მასწავლებლების საყვედურები, მხიარული გაკვეთილები, ზეიმები...
რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და რა დასანანია, რომ მთავრდება! თუმცა მოსაწყენად არ გცალიათ - წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება გელით!
გიყურებთ დაზრდილებს და გული გვიჩუყდება... გვინდა ყოველ თქვენგანს მოგეხვიოთ, გისურვოთ წარმატებები თვენი ცხოვრების გზაზე! ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ, თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!
ბობოყვათის საჯარო სკოლის მასწავლებლები ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით“,- აღნიშნულია პედაგოგთა წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო