მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-113 კლასის მოსწავლეთა ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ-კონფერენცია თემაზე - „ენერგომატარებლები და მსოფლიო გლობალური პოლიტიკა“ (პედაგოგი მარინე რუსაძე).
კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრები; პროექტის ხელმძღვანელი მარინე რუსაძე, კლასის ხელმძღვანელი ნატო თევდორაძე, საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგები ნანა მესხორაძე, ნათია შვანგირაძე, მარინე ჭეიშვილი, მაია ფანცხავა; სკოლისა და ამავე კლასის ისტორიის მასწავლებელი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ხათუნა აფრიდონიძე, სკოლის დირექტორი ბატონი მურად ჯიშკარიანი.
კონფერენციას მიესალმა და წარმატებები უსურვა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ თევდორაძემ.
კონფერენციის მომხსენებლებად გამოვიდნენ: ანა ლაბაძე, თინათინ გელაზანია, ნინი ლაშქარეიშვილი, გიორგი კუჭუხიძე. დასაწყისში ანა ლაბაძემ განმარტა, თუ რატომ აირჩიეს მოსწავლეებმა საკონფერენციოდ აღნიშნული თემა: მე-11 კლასის ქიმიის კურსში განხილულია ორგანული ქიმიის საკითხები, მათ შორის ნახშირწყალბადები; კერძოდ, ნავთობი და ბუნებრივი აირი. თანამედროვე მსოფლიოში ნავთობი ასოცირდება სიმდიდრესთან, ძალაუფლებასთან. რამდენად აისახება ეს ყველაფერი იმ მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რომლებიც ცხოვრობენ ნავთობით მდიდარ რეგიონებში? ხომ არ არის კავშირი ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე ლოკალურ ომებსა და გაუთავებელ სისხლისღვრებს შორის, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში, კავშირი ენერგორესურსების მარაგთან? რა როლს თამაშობენ ნახშირწყალბადებით მდიდარი ქვეყნები და რეგიონები, ტრანსნაციონალური კომპანიები მსოფლიო პოლიტიკის შემუშავებაში?
აი, ის ძირითადი კითხვები, რომლის შესახებაც ისაუბრეს მომხსენებლებმა თავიანთ გამოსვლებში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში.
ბოლოს მომხსენებლებმა უპასუხეს შეკითხვებს. კონფერენცია შეაფასეს დამსწრე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა, მოწვეულმა სტუმარმა ვახტანგ თევდორაძემ. მან მაღალი შეფასება მისცა მოსწავლეთა ნამუშევარს და შესთავაზა მათ, მომავალ სასწავლო წელს დაგეგმონ და უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარონ ერთობლივი კონფერენცია. ასევე, მან პირადი გამოცდილების საფუძველზე, რომელიც უკავშირდებოდა სირიაში სამეცნიერო მივლინებას ომამდე და ომის შემდეგ, დეტალურად ისაუბრა სირიის კონფლიქტზე და მის გამომწვევ მიზეზებზე; კერძოდ ენერგორესურსებზე. კონფერენციამ საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო