TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„რაიოოო! საყურეებზე გაწერინეს, დედა! გააუბედურეს ახალგაზრდობა“ - მშობლების შთამბეჭდავი მიგებება გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს
06-07-2020
-
+


აბიტურიენტების რეგისტრაციამ N103 საჯარო სკოლაში მშვიდად ჩაიარა, სამაგიეროდ, მათი გამოსვლა იყო შთამბეჭდავი. მშობლებისთვის, რა თქმა უნდა, თორემ გადაღლილ-ნანერვიულები ბავშვები სიტყვებს თავს ძლივს უყრიდნენ და ვერც წამში გამოსროლილ ათობით კითხვას სცემდნენ ადეკვატურ პასუხებს.

„დე, მგონი ჩავიჭერი“ - აბიტურიენტი გოგონა აღლვებული გამოვიდა. ცრემლებს ძლივს იკავებდა, ხმა უკანკალებდა, - დეე, სად ხარ?! - ყვიროდა და გულშემატკივარს ეძებდა.

უეცრად ავტომობილი მოვარდა, შვილზე მეტად აფორიაქებული დედა მანქანიდან გადმოხტა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), ბავშვს მივარდა და ერთი, გემრიელად შეანჯღრია - რას ჰქვია, ჩაიჭერი?! - უყვიროდა ბოლო ხმაზე და საქმეში გოგონას მამა რომ არ ჩარეულიყო, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. ჩაჯექი, ქალო, მანქანაშიო - ერთი დაიღრიალა, ცოლი უკანა სავარძელზე ჩატენა, კარი მძლავრად მოუჯახუნა და გაურკვეველი მიმართულებით გაქანდა.

ნწ,ნწ, ნწ... ასე როგორ შეიძლება, ბავშვს კიდევ ამის ყვირილი უნდოდა, ისედაც განერვიულოებული იყო, - მაშინვე გაკიცხეს აბიტურიენტის დედა „კოლეგებმა“. ამასობაში, სკოლის შენობიდან, ქალბატონი გამოვიდა, რომელმაც მშობლებს სიჩუმისკენ მოუწოდა, რადგან ფანჯრები ღია იყო და ჩურჩულიც კი ისმოდა.

სად წავიდეთ, აბა? - მომესმა უკმაყოფილო გადაძახილები მშობელთა მეორე ჯგუფისგან, რომლებიც სკოლის მოპირდაპირედ, კედელზე ოროსანი მოსწავლეებივით ატუზულიყვნენ. „ესაა საქმე? ამ ბავშვებს არც ბოლო ზარი ჰქონდათ, არც ბანკეტი, არც არაფერი, ვერც წესიერად მოემზადნენ და კიდევ კარგად არიან... „ - ქოთქოთებდა ქალბატონი, რომელსაც მზის სათვალე ლამის მთელ სახეს უფარავდა და ხელშიც უზარმაზარი მარაო ეჭირა.

შემდეგ კიდევ ერთი აბიტურიენტი გამოვიდა გამოცდიდან... რა საკითხები შეგხვდა, შვილო - მიაჭრა მარაოიანმა ქალბატონმა დაბნეულ ბავშვს, რომელიც უცნობი ქალის მაგივრად, აშკარად, დედას ელოდა...

„რედაქტირება - მეზღვაური, საყურე, კიდევ იყო თხზ...“ - რაიოოო!!! სიტყვა აღარ დაამთავრებინა ქალმა, - რა საყურე?! საყურეებზე გაწერინეს, დედა! გარყვნეს და გააუბედურეს მთელი ახალგაზრდობა! - ყვირილს არ წყვეტდა ქალი.

ამასობაში კი, აბიტურიენტები, ნელ-ნელა გამოდიოდნენ გამოცდიდან, ზოგი დაბნეული ჩანდა, ზოგი არც ისე, თუმცა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ადვილი იყო და იმედსაც გამოთქვამდნენ, რომ სასურველ ქულებს მიიღებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

„მიშველეთ, სიცხე აქვს, ახლა გავგიჟდები...“ - აბუტურიენტები პირბადეებით და გულშემატკირები დამამშვიდებლებით ჟურნალისტის რეპორტაჟში

რა საკითხები მოვიდა ქართულში? - გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტები თემებს ასახელებენ და შიდა გარემოზე საუბრობენ

„ესე იყო საშინელება“ - რთული იყო თუ მარტივი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა?

„დღეს ჩამოვედით თიანეთიდან, ტრანსპორტმაც შეგვიშალა ხელი“  - 175-ე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა 12 წუთით დაიგვიანა

აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრი აერიათ: N173 და N177 საჯარო სკოლების ნაცვლად, N39 სკოლაში გამოცხადდნენ

„აქ ისეთი ხმაურია, შეუძლებელია ტესტთან მუშაობა“ - აბიტურიენტების გულშემატკივრების პროტესტი N39 საჯარო სკოლაში

იხილეთ რა პირობებში წერენ აბიტურიენტები გამოცდას - ფოტოები საგამოცდო ოთახებიდან, რომლებიც ჩხენკელმა მოინახულა

ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრების სიმცირე შეინიშნება

მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში 2 აბიტურიენტი არ შეუშვეს, 4 აპლიკანტი კი სარეზერვო სივრცეშია მოთავსებული


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება