მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მიქაძე სასწავლო წელს აფასებს და მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს მადლობას უხდის.
„დასრულდა უჩვეულო გამოწვევებით აღსავსე 2019-2020 სასწავლო წელი, რომლის განმავლობაშიც, რაც ყველაზე მთავარია, არ გაწყვეტილა ჯაჭვი: მოსწავლე- მასწავლებელი -მშობელი, განსაკუთრებული ერთიანობა და მონდომება იგრძნობოდა მსოფლიო პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობისას, უღრმეს მადლობას გიხდით, ძვირფასო მშობლებო, თანადგომისთვის, პედაგოგებო, მაღალი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისთვის, მადლობა თქვენ, ჩემო თვალხატულა გოგო-ბიჭებო, გეფერებით ყველას, მჯერა, ახალ სასწავლო წელს ჩვეულ რეჟიმში დავუბრუნდებით და წარმატებით განვაგრძობთ მუშაობას. ალბათ მიკერძოებაში არ ჩამითვლით, თუ განსაკუთრებით მოვეფერები ჩვენს მეთორმეტეკლასელებს, რომელთათვისაც უჩვეულოდ დაირეკა ბოლო ზარი.
ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ჩვენ ვემზადებოდით, რომ ღირსეული გაცილება მოგვეწყო თქვენთვის, მაგრამ...გზაგასაყართან დგომისას თქვენს თვალწინ განვითარებულმა მოვლენებმა დაგანახვათ,რომ ცხოვრება არც ისე მარტივია, თუმცა მშვენიერია, ყველა თქვენთაგანს წინ გელოდებათ თქვენს მიერ გასაკვალავი ბილიკი, თქვენი წილი ასასვლელი აღმართი, თქვენს მიერ გასატანი ლელო...ვინც არ უნდა
იყოთ და სადაც არ უნდა იყოთ, ატარეთ ნამუსის ქუდი, არ დაგავიწყდეთ „ვისი გორისა ხართ“. იმედით შეგყურებთ, გვჯერა თქვენი წარმატებული მომავლის. მოგვენატრებით!“,- აღნიშნულია სკოლის დირექტორის, მარინა მიქაძის წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო