მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიუხედავად შექმნილი რთული მდგომარეობისა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მშვენივრად გაართვეს თავი სიძნელეებს და წარმატებით დაასრულეს სასწავლო წელი.
სკოლის დირექციამ მოაწყო „ბოლო ზარი“, მადლობა გამოუცხადა მასწავლებლებს ახალი გამოწვევისთვის თავის წარმატებით გართმევისა და დროის მიერ მოტანილი სიძნელეების დაძლევისათვის, მოსწავლეებს კი სერტიფიკატები გადაეცა.
„მშობლებთან ერთად სკოლის მუშაკებმა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულ ლუკა არდიასა და სალომე გოგსაძეს ცხოვრების ახალ საფეხურზე აბიჯება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს, კლასის ხელმძღვანელმა თეონა მაცაბერიძემ ჭაბუა ამირეჯიბის წიგნები უსახსოვრათ; პირველი კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გოგსაძეს პირველი წარმატებული ნაბიჯი მიულოცა სკოლის დირექტორმა და სამახსოვრო საჩუქარი „თქვენი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი“ დამრიგებელსა და მასწავლებლებთან ერთად გადასცა, აგრეთვე მოსწავლეებს გადაეცათ თბილისში მცხოვრებ გიორგი მაცაბერიძის მიერ მათთვის საჩუქრად ჩამოტანილი ქუდები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები