მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მასწავლებლები საინტერესო ონლაინ ტრენინგს დაესწრნენ. „ზუმის“ პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა (CTEL 2 ფარგლებში) ბოლო მე-5 მოდული, რომელსაც უძღვებოდნენ ამერიკელი ექსპერტი-Toma Mallet, ქართველი ტრენერები - თინიკო კუტივაძე, ხათუნა, ახალაია და ნათია ზვიადაძე.
„ამ ფორმატით წარმოდგენილი ტრენინგი ერთი დიდი გამოწვევა იყო, რომელიც წარმატებით, ორგანიზებულად და ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა. აღნიშნული ტრენინგის თემა გახლდათ „მოხალისეობა“-მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება, ურთიერთდახმარება და პატივისცემა, სიყვარულით და უანგაროდ გაღებული ქველმოქმედება. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით განხილულ იქნა შეფასების სისტემა, შეფასების რუბრიკების შექმნა სამივე დისციპლინის გამოყენებით, რაც არსებითად დაეხმარება პედაგოგს მოსწავლის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების დასანახად. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესოდ და საფუძვლიანად მიაწოდეს ინფორმაცია თეორიულად და ამავე დროს პრაქტიკულად, თუ როგორ უნდა შეიქმნას ფლაერები მოხალისეების მოსაზიდად და ჩასართავად.
ძვირფასო ტრენერებო, კოლეგებო და მოსწავლეებო მოდული შეიძლება დამთავრდა, მაგრამ ინოვაციური გაკვეთილები გრძელდება. გამოწვევა მიღებულია და მე-17 სკოლის პედაგოგები: სამოქალაქო - მერი ბრეგაძე, ისტი - გიორგი საკანდელიძე, ინგლისური ენა - თეა ბარდაველიძე და აკ. წ. სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის სტუდენტი თინათინ ლომთაძე ზუმის პალტფორმაში ჩაატარებენ გაკვეთილს მოცემულ თემასთან დაკავშირებით. ასევე დაიგეგმება ღია კარის დღე მომავალ სასწავლო წელს, სადაც კოლეგებსა და დაინტერესებულ პედაგოგებს გავუზიარებთ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები