მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით ღია ცის ქვეშ ღონისძიება მოუწყვეს.
სკოლაში დილა ფუსფუსით დაიწყო. მასწავლებლებმა მეოთხე კლასის მოსწავლეების გაცილების ღონისძიებისთვის მზადება და მონატრებული მოსწავლეების ლოდინი დილიდანვე დაიწყეს.
ღონისძიება ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა. მასწავლებლემა სკოლის სპორტული დარბაზი მორთეს და მონატრებულ მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ. პირველი მასწავლებელი მოსწავლეებს ემოცირად გამოემშვიდობა. პედაგოგებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
„აქ სიყვარულია, დიდი და ძლიერი სიყვარული. დღეს ჩვენი მეოთხე კლასელები ემშვიდობებიან პირველ მასწავლებელს. საოცარი დღეა. სიყვარულისა და ერთობის დღესასწაული. დიდი მადლობა უსაყვარლეს ანა მასწავლებელს დიდი მადლობა მაიკო მასწავლებელს, ჩვენს მშობლებს, მონატრებულ მოსწავლეებს“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები