მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბაკურიძე გვიზიარებს შეხედულებას თუ როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი.
„21-ე საუკუნის მასწავლებელი ჩემი აზრით, 21-ე საუკუნის მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები სრულ შესაბამისობაშია აღნიშნულ საუკუნესთან. 21-ე საუკუნით დაიწყო ახალი ერა, ეპოქა, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს არსებული სტანდარტიზებული ჩვევები, სწავლა-სწავლების დრომოჭმული მეთოდები და ხერხები.
თანამედროვე ეპოქა სიახლეებს ითხოვს განათლების სფეროში, რომელიც ახალი თაობის ახლებური ხედვის შედეგია.
21-ე საუკუნის მასწავლებელს, პირველ რიგში, მოეთხოვება მაღალი პროფესიონალიზმი, გამორჩეული პიროვნული თვისებები და საკუთარი პროფესიის სიყვარული. ეს სამი ფაქტორი ერთიანობაში ქმნის 21-ე საუკუნის მასწავლებლის რეალურ სახეს, რომელიც პროფესიულ ზრდას პრობლემატიკურად კი არ აღიქვამს, არამედ -სრულიად ბუნებრივ მოთხოვნილებად.
მასწავლებლის პროფესია არ იძლევა მოდუნების და საკუთარი მიღწევებით კმაყოფილების უფლებას, ამ პროფესიაში, მაქსიმუმი მოეთხოვება თითოეულ მასწავლებელს.
21-ე საუკუნის მასწავლებელს არ უნდა აშინებდეს სიახლეები და ის გამოწვევები, რომელიც მისი განვითარებისა და წინსვლის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. უნდა ჰქონდეს სრული მზაობა კარიერული და პიროვნული ზრდა -განვითარებისთვის.
21-ე საუკუნის მასწავლებელი ყოველთვის ამყარებს კეთილმეგობრულ ურთიერთობას მოსწავლეებთან, ცდილობს მოიპოვოს მათი ნდობა და გახდეს მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანი. ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი თუ ესთეტიკური უნარების გამოვლენასა და მაქსიმალურ რეალიზებას. აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ზედმიწევნით ცოდნა და ამ საშუალებების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში.
21-ე საუკუნის მასწავლებელი ექსპერიმენტატორია, მისთვის მნიშვნელოვანია მოსინჯოს მრავალი მეთოდი სწავლების გადახალისებისა და საუკეთესოს მიგნების მიზნით. ის, ამ პროცესში მარტო არაა, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით მიდის დასახულ მიზნამდე. სიახლეების ძიების პროცესში პოზიტიურად განაწყობს მოსწავლეებს სწავლის მიმართ და უღვივებს ცხოვრებისათვის მეტად საჭირო უნარ-ჩვევებს.
ამრიგად, უნდა ითქვას რომ 21-საუკუნის მასწავლებელი ეს არის სრულიად ახალ რეალობას ბუნებრივად მორგებული მაღალ კვალიფიკაციური, პროფესიონალი კადრი, რომლის უმთავრეს მიზანს ღირსეულ თაობათა აღზრდა წარმოადგენს“,- წერს ნანა ბაკურიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.