მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბიტურიენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდი ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო სეზონი რთული და მღელვარებით სავსეა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წელი აბიტურიენტების ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამიტომ დირექტორები, რომელთა ხელში არაერთ წარმატებულ თაობას გაუვლია, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, კურსდამთავრებულების მიმართავენ, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბაკურიძე აბიტურიენტებს ამხნევებს და სჯერა, რომ გამოწვევას წარმატებით გაართმევენ თავს.
„უდიდესი ქართველი მწერლის კ. გამსახურდიას აზრით: „შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად“! ახლა ის დროა, თქვენი 12 წლიანი შრომის შედეგი რომ უნდა მივიღოთ! გვჯერა, რომ შედეგი ღირსეული იქნება და თქვენ შეძლებთ, წარმატებით გაართვათ თავი ყოველგვარ გამოწვევას!
ჩვენ გვჯერა, თქვენი მიზნების განხორციელების, თქვენი შესაძლებლობებისა და „შრომაში გამოჩენილი სიმამაცის!“- მიმართავს ნანა ბაკურიძე აბიტურიენტებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები