მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მარჯანის“ წევრებმა (ვიდრე შექმნილი სიტუაციის გამო იძულებითი არდადეგები დაიწყებოდა), სკოლის ეზოში ნაძვისა და კოწახურის ნერგები დარგეს.
ნერგები მოსწავლეებმა და კლუბის ხელმძღვანელმა სკოლაში საკუთარი ინიციატივით მიიტანეს. დარგვაში ყველა მონაწილეობდა, მათ შორის სსმ მოსწავლეები. დარგვის პროცესში ბიოლოგიის მასწავლებელი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და აქტიური დამრიგებლებიც მონაწილეობდა.
ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი ხეა. იგი დაახლოებით 20-50 მეტრის სიმაღლე იზრდება. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis). ნაძვის ნაყოფს გირჩა ჰქვია, იგი ღია ყავისფერია. გირჩას სამკურნალოდ და შეშის ნაცვლად, საწვავ საშუალებად იყენებენ.
ნაძვის ნერგის მოვლას თავისი წესი აქვს. რა პირობების დაცვაა საჭიროა რომ ნერგმა გაიხაროს? ამ საკითხზე „მარჯანი“ „მომავლის ფერმერის“ აგრონომს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, ასლან ქათამაძეს ესაუბრა.
„თუ ნაძვი ოთახში, ქოთანში გვაქვს, მისთვის საკმარისია 12-14◦C ტემპერატურა და ნათელი ადგილი. მოვრწყათ ისე, რომ ნიადაგი ნოტიო იყოს. მარტის მეორე ნახევარში შეგვიძლია გადავრგოთ ნოყიერ ნიადაგზე. ამოვიღებთ ორმოს ნახევარჯერზე უფრო დიდს, ვიდრე ქოთანია, ჩავრგავთ, მიწას მივუტკეპნით და მოვრწყავთ. ნაძვი სიგრილის მოყვარულია და ტენსაც კარგად იტანს.
საქართველოში ნაძვის წმინდა კორომები იშვიათია, ხშირად შერეულია. იზრდება ფიჭვი, წიფელი, რცხილა, დამახასიათებელი ქვეტყით, ბალახოვანი საფარით, ხავსით.
საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობის აღმოსავლური ნაძვია, რომელიც ბორჯომის ხეობაშია და მისი გავრცელების საზღვარი კავკასიონის ქედს მიჰყვება, შავი არაგვის ხეობამდე. ვარჯი კომპაქტურია, ძირიდანვე იტოტება. მამრობითი გირჩები ცილინდრულია, მდედრობითი ყვავილები მოწითალო ან მომწვანოა, ზის ხის კენწეროზე. თესლი ფრთიანია და ზის თითისტარისებრ ჩაღრმავებაში. მისი აღმონაცენი ზიანდება ადრეული ან გვიანი ყინვებისაგან.
ნაძვი 15-20 წლამდე ნელა იზრდება, შემდეგ საკმაოდ სწრაფად. საქართველოში გარდა ადგილობრივი ნაძვებისა, გვხვდება ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი, ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი. იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს ფიტონციდებს, რომელიც თავის მხრივ, შთანთქავს გარემოში არსებულ შხამებს და ჰაერს ასუფთავებს.
ნაძვი ცოცხლობს 300 წლამდე, იშვიათად – 500 წლამდე. წიწვოვანი მცენარეები ძნელად ფესვიანდება. მის დასაფესვიანებლად უნდა ავიღოთ ერთწლიანი ტოტი, ჩავდოთ წყალში დაახლოებით 2 საათი, შემდეგ ამოვიღოთ, დავსეროთ და ჩავდოთ სტიმულატორში რამდენიმე საათი. სტიმულატორიდან ამოღების შემდეგ ვათავსებთ წინასწარ მომზადებულ სუბსტრატში, სუბსტრატი უნდა იყოს ტენიანი. დაფესვიანებას რამდენიმე თვე სჭირდება.
წიწვოვან მცენარეებს აზიანებს სხვადასხვა მავნებელი, მაგალითად გირჩის ალურა. გირჩის ალურა გავრცელებულია ყველგან. ისინი კვერცხებს დებენ გირჩის ფუძეში. შემოდგომაზე ცვივა და მატლები ნიადაგში გადადიან გამოსაზამთრებლად. მავნებლისგან დასაცავად საჭიროა გირჩები შეგროვდეს და დაიწვას. პეპლების ფრენის პერიოდში მცენარეები უნდა დამუშავდეს ბიოპრეპარატებით“-ასლან ქათამაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...