სიახლეები
სიახლეები

„მინი-კარანტინში გადამიყვანეს...“ - რას ამბობს აბიტურიენტი, რომელსაც სიცხე დაუფიქსირდა
07-07-2020
-
+


ეროვნული გამოცდები 2020, დღე II - პირბადე, სოციალური დისტანციის დაცვა, დეზობარიერი, საგამოცდო ცენტრებში არშეშვებული გულშემატკივარი და რაც მთავარია, საკითხები, რომლებიც აბიტურიენტებს შეხვდათ...

როგორც N175 სკოლიდან გამოსულმა აბიტურიენტმა, ლუკა ციხელაშვილმა etaloni.ge-სთან აღნიშნა, მისთვის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საშუალო სირთულის იყო... თუმცა სანამ ლუკას გამოცდაზე დაუშვებდნენ, სიცხე დაუფიქსირდა:

„გარეთ ძალიან ცხელოდა და რეგისტრაციისას, ელექტრო-თერმომეტრზე სიცხე დამიფიქსირდა. ამიტომ მინი-კარანტინში - ექთნის ოთახში გადამიყვანეს. იქ ვერცხლისწყლის თერმომეტრით გამიზომეს სიცხე და ნორმალური ტემპერატურა დამიფიქსრდა; გამოცდაზე უპრობლემოდ შევედი. საგამოცდო ოთახში 10-ნი ვისხედით და თავიდან პირბადეები გვეკეთა... თუმცა მერე მოვიხსენი, მიჭირდა პირბადით აზროვნება. კონდიციონერიც არ იყო ჩართული, თუმცა ამის საჭიროება არც იყო - არ ცხელოდა.

რაც შეეხება საკითხებს, ტექსტის რედაქტირება გავაკეთე, ტექსტი პირსინგებზე იყო... ესე ახალი თაობის გამოწვევებზე დავწერე, „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო მგონი განხილვა... ზუსტად არ მახსოვს, რადგან მე ჭილაძის მოთხრობა ვარჩიე...

არ ვიცი, რა ქულებს მივიღებ ან გრანტს მოვიპოვებ თუ არა, მაგრამ გამოცდა რომ ჩავაბარე, მაგაში დარწმუნებული ვარ“.

„კარანტინმა და დისტანციურმა სწავლებამ ძალიან ბვრით დახია უკან ეს ბავშვები“, - საუბარში მშობელი ჩაგვერთო, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა პოზიციის დაფიქსირება: „კალმის ჭერაც აღარ ახსოვთ ბავშვებს. ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვათ და ამიტომ, ზედმეტად არ დამისტრესავს ბავშვი. როგორც ჩააბარებს, ჩააბაროს - ამაზე არ ვნერვიულობ. მე შვილი სტრესისა და ნერვიულობისთვის კი არა, იმიტომ გავაჩინე, რომ ცხოვრებით დატკბეს!!!“

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება