მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს ეროვნული გამოცდების მეორე დღეა. გამოცდები კი გულშემატკივართა გარეშე წარმოუდგენელია. ყველაზე მეტად სწორედ ისინი ნერვიულობენ და ელოდებიან აბიტურიენტების გამოცდიდან გამოსვლას. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით მოუთმენელი და ემოციურია, რის გამოც ხშირია კურიოზული სიტუაციების მომსწრეც ვხდებით.
ამ მხრივ, დღეს გამორჩეულები იყვნენ 147-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან მყოფი მშობლები, მათ ნაწილს მოთმინებამ გამოცდის დაწყებიდან ერთ საათში უმტყუნა:
„კიდე არ გამოსულა არავინ, რა არის, წელს ყველა ასეთი ჭკვიანია ვითომ? საკითხების გაგება მინდა“;
„ყველა გენიოსი ამ სექტორში მოხვდა ალბათ, თორემ ერთი საათში ვიღაც ბლადუნა მაინც გამოვიდოდა“;
„გუშინ შევპირდი, რაც არ უნდა მარტივი მოგეჩვენოს, მალე არ გამოხვიდე თორე მეხს დაგცემ-მეთქი და მეეჭვება ბოლო წუთამდე ფეხი გამოადგას“.
კიდევ უფრო სახალისო ის არის, თუ როგორ ცდილობენ ერთმანეთის დამშვიდებას:
„ჰაბიტუსზე ეტყობა შენს შვილს რომ ჭკვიანია“;
„კალმით ნახატია, მაგან სულ რომ ცუდად ჩააბაროს, ისეთი ლამაზია არ დაიკარგება“;
„ენა აქვს ისეთი თემის და ესეს დაწერა არ გაუჭირდება, მაგრამ ამ კორექტურაზე რა ეშველება, არ ვიცი“.
იხილეთ ასევე: რამ გამოიწვია მშობლების უკმაყოფილება 147-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში?
„3 დღის წინ მასწავლებელთან ზუსტად იგივე დავწერე და ბედნიერი ვარ“ - აბიტურიენტების შეფასებები ქართულის მეორე ვარიანტზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა