მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს მოსულ ტესტებს აბიტურიენტები კვლავ მარტივად აფასებენ. მათი უმეტესობა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან დღესაც კმაყოფილი გამოვიდა. როგორც etaloni.ge-ს 147-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტებმა განაცხადეს, სექტორებში გრილოდა და სიმშვიდე იყო. პრობლემა არც პირბადეს შეუქმნია, რადგან მოხსნის საშუალება ჰქონდათ, ტესტი კი საკმაოდ მარტივი იყო.
„კმაყოფილი ვარ, ორივე თემა მომეწონა ერთი ვეფხისტყაოსნიდან იყო ნაწყვეტი, მეორე თამაზ ჭილაძის მოთხრობა იყო „გასეირნება პონის ეტლით“, ესე იყო კიდევ თაობათა შორის განსხვავებაზე, ახალგაზრდა თაობას უფრო მეტად ადარდებს სოციალური უთანასწორობა ვიდრე უფროს თაობასო და უნდა დათანხმებოდი ან არა. მე ჭილაძის მოთხრობა დავწერე, ვეფხისტყაოსანი ძალიან მობეზრებული მაქვს. ესეც ძალიან კარგი იყო, ვფიქრობ არგუმენტებიც შესაბამისი მოვიყვანე ჩემი აზრის გამოსახატად. რაც შეეხება კორექტურას, 13 ვიპოვნე და მგონი 14 თუ 16 უნდა ყოფილიყო. საერთო ჯამში, უკმაყოფილო არ ვარ“,- გვითხრა აბიტურიენტმა.
„ესეზე ისეთი კმაყოფილი ვარ სიტყვები არ მყოფნის, 3 დღის წინ მასწავლებელთან ზუსტად იგივე დავწერე და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. გარემოს რაც შეეხება, ძალიან კარგი იყო, ყველაფერი ორგანიზებული იყო და ისე იყო როგორც რეკომენდაციებში ეწერა. დამკვირვებლები გვეკითხებოდნენ თუ გინდათ კონდიციონერს ჩაგირთავთ და პირბადე გაიკეთეთ, თუ არადა მოიხსენით და ისე იყავითო. სიცხეს ნამდვილად არ შევწუხებულვარ“, - გვითხრა მარიამმა
„მე თუ მკითხავთ სტანდარტული თემები იყო. ვეფხისტყაოსანი ყოველ წელს მოდის და ახალი არ ყოფილა, ჭილაძის მოთხრობა იყო კიდევ ასარჩევად, მაგრამ მე ვეფხისტყაოსანი დავწერე. ესეზე მეგონა რომ უფრო დღევანდელობაზე იქნებოდა პანდემიაზე ან თავისუფლების არსზე, მაგრამ თაობათა განსხვავებებზე იყო. რედაქტირება საყურეებზე და პირსინგებზე იყო. რა გითხრათ საკმაოდ მარტივი იყო. შიდა სივრცეც კარგად იყო მოწყობილი, ცუდს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით“, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.
„ძალიან მარტივი ტესტი იყო, გარემოც კარგი იყო. მეტი რა გითხრათ, სანამ პასუხები არ იქნება, მანამდე მაინც ვიჯდები და ვინერვიულებ“, - აღნიშნავს აპლიკანტი.
„დამშვიდდით, არსად გავიქცევი, გიპასუხებთ რაც გაინტერესებთ. სანერვიულო არაფერია მარტივი და გადაღეჭილი თემები იყო. რედაქტირების ტექსტიც მარტივი იყო. თემები კი გეცოდინებათ უკვე და გარემოც მშვენიერი იყო. დამკვირვებლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ კომფორტის შექმნას. სხვა რა გითხრათ“,- აღნიშნავს აბიტურიენტი.
„ძალიან მარტივი იყო, ძალიან კარგად დავწერე. ესე იყო ახალგაზრდა თაობას უფრო ადარდებ სოციალური პრობლემები ვიდრე უფროს თაობასო და უნდა დათანხმებოდი ან არა მართლა ძალიან ადვილი იყო“,-გვითხრა გიორგიმ.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ