მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის პედაგოგმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და სპეციალურად დამამთავრებელი კლასისთვის ვიდეო მოამზადა. პირველი მასწავლებლის მიერ მიძღვნილი საჩუქარი მოსწავლეებისთვის ემოციური აღმოჩნდა.
„დღეს უმნიშვნელოვანესი, ძალიან ემოციური დღეა თქვენთვის და ჩემთვისაც. ირგვლივ სიჩუმეა...ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი გარშემომყოფები არსად ჩანან. მე მიყვარხართ, ვამაყობ თქვენით და მიხარია, რომ ცხოვრების ლამაზი წლები გავატარეთ ერთად. მჯერა, თქვენი განათლება იქნება გასაღები თქვენი პოტენციალის კარის გასაღებად და შექმნით საუკეთესო ხვალინდელ დღეს. მიდიხართ, საზრდოდ გვრჩება მხოლოდ ჩვენივე ადამიანობა, სიყვარული და მთელი ცხოვრების სამყოფი იების სურნელი. ეს წარმატების სურნელია. შენ უკვე წარმატებული ხარ, გილოცავ დამთავრებას!!!"-წერს მადონა წურწუმია.
იხილეთ ბმული
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება