სიახლეები
სიახლეები

როგორ მოვაშოროთ ბავშვები კომპიუტერს - ფსიქოლოგის 5 რჩევა
08-08-2020
-
+


საგანგებო მდგომარეობამ, კარანტინმა, იძულებითმა არდადეგებმა და დისტანციურმა სწავლებამ ბავშვების ნაწილი კომპიუტერებს მეტად რომ მიაჯაჭვა, ფაქტია. ახლა იმაზე საუბარს არ დავიწყებთ, რაოდენ ცუდია, როდესაც მოზარდი ინტერნეტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხდება დამოკიდებული - ამაზე ბევრი რამ უკვე ითქვა. Etaloni.ge დაინტერესდა, რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, რომ ბავშვის ეს მავნე ჩვევა დაძლიოს. ფსიქოლოგი სოფიო მიქაძე რამდენიმე რჩევას გვაძლევს, ამ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით და თან მშობლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი შეფასებებისგან, როგორიცაა „კომპიუტერზე დამოკიდებული“ ან „ასოციალური“.

„ყველას შეგვეხო COVID 19, მსოფლიო შეცვალა ამ ვირუსმა და რა გასაკვირია   ბავშვებსა თუ მოზარდებზე რომ ასახულიყო. ერთი კონდიციიდან გადავედით სხვა კონდიციაში და ჩვეულ რიტმზე გადასვლაც ყველას უჭირს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს. სწორედ ცხოვრების ჩვეულ რიტმთან მათი დაბრუნება რომ გავაიოლოთ, საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება“, აღნიშნა Etaloni.ge-სთან სოფიო მიქაძემ და ყურადღება მთავარ ასპექტებზე გაამახვილა: „აქ გასათვალისწინებელია 2 რამ - 1. უნდა ავუხსნათ ბავშვებს, რატომაა ცუდი კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა; 2. ჩვენ სიტყვას უნდა ჰქონდეს წონა. აქვე გასათვალისწინებელია,  რომ უნდა შევაფასოთ მოზარდის ქცევა და არა თვითონ პიროვნება - თუ კარგი საქმე გააკეთა, ხაზი  გაუსვით მის ქცევას, იცოდეს, რომ ასეთი ჩვევა უნდა განიმტკიცოს, ხოლო თუ დააშავა, პასუხისმგებლობაც  აიღოს, დაფიქრდეს შედეგზე“.

მაშ ასე, გთავაზობთ ფსიქოლოგის რამდენიმე რჩევას, როგორ მოვაშოროთ ბავშვები კომპიუტერს:

1.პირველ რიგში, საჭიროა შევადგინოთ დღის განრიგი, გეგმა... ოღონდ ეს აუცილებლად ბავშვთან ერთად უნდა მოხდეს, რათა მისი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული;

2.შეიძლება, სახალისო გავხადოთ სახლის საქმიანობა, კულინარია... თამაშად უნდა ვაქციოთ სხვადასხვა საქმე და აუცილებლად უნდა დავგეგმოთ განმავითარებელი აქტივობები - ბავშვთან ერთად იკითხეთ წიგნი, უსმინეთ მუსიკას;

3.თუ მუშაობთ, მთელი დღით გასული ხართ სახლიდან და მხოლოდ ბავშვის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მოშორდება თუ არა კომპიუტერს, ასეთ დროს, გონივრული იქნება წამახალისებელი ჯილდო, ისევ და ისევ, რაც მას აინტერესებს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ფული!

4.თქვენს მიერ შემუშავებულ განრიგში აუცილებლად მიუთითეთ ბავშვისთვის თავისუფალი დრო, რათა ის საკუთრი შეხედულებისამებრ გამოიყენოს. ასე ბავშვი დარწმუნდება, რომ მასაც აქვს ავტორიტეტი და განვუმტკიცებთ საკუთარი თავის რწმენას.  

5.აუცილებლია, ფიზიკური ვარჯიშიც შედიოდეს ყოველდღიურ საქმიანობაში, იქნება ეს სეირნობა, სირბილი, თუნდაც ცეკვა.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე

ბავშვებმა დიდი სიხარულით, მონდომებით იმუშავეს

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება