მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს ეროვნული გამოცდების დაწყებიდან მესამე დღეა. აბიტურიენტები დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მესამე ვარიანტიც ისეთივე მარტივი იქნება, როგორიც საგნის პირველი და მეორე ვარიანტი იყო.
რეგისტრაცია თბილისის N39 საჯარო სკოლაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა აბიტურიენტთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისინი საცხოვრებლიდან შორს გადაანაწილა.
„ეს როგორი გადანაწილებაა, ვარკეთილში და სამგორში ვინც ცხოვრობდნენ, გლდანში გაუშვეს და გლდანელები იქით“.
„ისნიდან მოვდივარ და მთელი ჩემი კლასი აქეთ მოხვდა გლდანის სხვადასხვა სკოლაში, 7 საათიც არ იყო სახლიდან რომ გამოვედი და უკვე დაღლილი შევდივარ გამოცდაზე“.
„ისე, სულ გლდანისკენ რატომაა საგამოცდო ცენტრები, ცოტა აბიტურიენტთან საცხოვრებლის მიხედვით რომ გადაენაწილებინათ არა?!“- აბიტურიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
აბიტურიენტები ერთმანეთს ამხნევებენ და რეგისტრაციისთვის მობილიზებულად შედიან. რეგისტრაციისთვის ეზოში შესული აპლიკანტები კვლავ მონიშნულ ადგილებზე დგანან და დისტანციას იცავენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა