სიახლეები
სკოლები

„როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა რიონიძე საკუთარ პროფესიაზე საუბრობს
08-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ისტორიის უფროსი მასწავლებელი ირმა რიონიძე გვთავაზობს სტატიას  - „როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი“, სადაც იმაზე საუბრობს, რომ პედაგოგი ყველა გამოწვევას თამამად უნდა შეხვდეს, სამყაროს მოსწავლეების თვალით შეხედოს და გაიზიაროს მათ შეხედულებები.

როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი

დღევანდელი გადასახედიდან მასწავლებლობა ყველაზე საპასუხიმგებლო პროფესიაა,რადგან შენს ხელშია მომავალი თაობის აღზრდა და პიროვნებად ჩამოყალიბება.ჩემი პროფესიის მნიშვნელობა კიდევ უფრო კარგად, რომ გამეანალიზებინა საკმაოდ დრო მქონდა პანდემიის პერიოდში და მივხვდი თუ რაოდენ საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა მოსწავლეებთან ურთიერთობა.ძალიან მომწონს გამოთქმა: „თუკი ბედავ სწავლებას, თავად არასოდეს შეწყვიტო  სწავლა“.ჩემთვის თანამედროვე მასწავლებელი ნიშნავს,მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა , ყოველდღიურად უნდა ემზადებოდე გაკვეთილისთვის,რადგან ორი ერთნაირი კლასი და მოსწავლე არ არსებობს,ყოველ ჯერზე ახლის აღმოჩენის ძიებაში უნდა იყო.თანამედროვე მასწავლებელი საგნობრივ კომპეტენციასთან ერთად, კარგად უნდა ფლობდეს პროფესიულ უნარებს. თანამედროვე მასწავლებლობა კიდევ უფრო  აქტიური გახდა პანდემიის პერიოდში,დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით პედაგოგები,როცა ტექნოლოგიების გამოყენების წინაშე დავდექით,ესეც გამოწვევა იყო და ვფიქრობ თანამედროვე მასწავლებელმა ყველა გამოწვევას თამამად უნდა შეხვდეს და ასევე გამოხატოს მზაობა ინოვაციებისადმი.

თანამედროვე მასწავლებელი მოსწავლეებისათვის უნდა იყოს კარგი მეგობარი,სწავლების ყველა ეტაპზე აწვდიდეს განმავითარებელი უკუკავშირს,რომელიც ხელს შეუწყობს  მოსწავლის პიროვნულ განვითარებას,რათა ცხოვრების  შემდგომ ეტაპზე არ გაუჭირდეს საზოგადოებაში ინტეგრაცია.თანამედროვე მასწავლებელმა უნდა დაამსხვრიოს სტერეოტიპი ,რომ „შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“,შეცდომებზე ვსწავლობთ და ყოველი დაშვებული შეცდომა უნდა ემყარებოდეს მოსწავლის განვითარებას და პროგრესს. თანამედროვე  მასწავლებელმა მოსწავლის თვალით უნდა დაინახოს სამყარო და გაიზიაროს მისი შეხედულებები,აღიაროს როგორც პიროვნება და ხელი შეუწყოს მის მრავალმხრივ განვითარებას,ასწავლოს მოსწავლეებს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მონიტორინგი.თანამედროვე მასწავლებელი მუდმივად უნდა ფიქრობდეს, ეძიებდეს, გეგმავდეს და აფასებდეს.

და ბოლოს ჩემთვის თანამედროვე მასწავლებელი ნიშნავს ისეთ მასწავლებელს, როგორიც ბავშვობაში მინდოდა.

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება