სიახლეები
სიახლეები

„გულმავიწყი“ აბიტურიენტებისა და „გაბრაზებული“ გულშემატკივრების შეხვედრა - გამოცდის მესამე დღე
08-07-2020
-
+


საგამოცდო ცენტრები აბიტურიენტებმა უკვე დატოვეს. გულშემატკივრები მათგან საკითხების გაგებას ცდილობდნენ, თუმცა აპლიკანტები მათ სხვადასხვას პასუხობდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია:

„ესე იყო, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება სტილის შეცვლას. უნდა დათანხმებოდი ან არ დათანხმებულიყავი და აგეხსნა არგუმენტებით. პროგრამულიდან ჯაყოს ხიზნები შემხვდა და არა პროგრამული არც წამიკითხავს, ჯაყო დავწერე. შიგნით კონდიციონერი არაა ჩართული, მაგრამ გრილა, მშვიდი გარემოა“ - აღნიშნა პირველმა გამომსვლელმა გიორგი პავლიაშვილმა.

პირველს მეორე მოჰყვა, ახლა ის მოექცა მომლოდინე გულშემატკივრების წრეში, დაბნეულმა ამოგვხედა და გვიპასუხა:

„პროგრამული იყო ჯაყო და არაპროგრამული ლადო ასათიანის ლექსი ფიროსმანზე. ესე ახალგაზრდობის დამოკიდებულება იყო რაღაც“. 

გულშემატკივრებში მღელვარება იმატებდა: 

„ახლა ჩემი გოგო რომ გამოვიდეს და ასე იბლადუნოს, აქვე მოვკვდები, როგორ არ ახსოვთ“, - წუწუნებდა მშობელი, რაზეც გვერდით მჯდომმა დაამშვიდა: - „დაბნეულები არიან, გაუგე“.

მეორეს მესამე მოჰყვა. უი, გოგო გამოდის, ეს კარგად გვეტყვისო, ატყდა გულშემატკივრებში ჩოჩქოლი. გოგონამ კი ასე გვიპასუხა:

„ესე ორი იყო ასარჩევი არცერთი მახსოვს. პროგრამული რაღაც მოთხრობა იყო, არაპროგრამული ლექსი. დავწერე, ძალიან მარტივი იყო, თუმცა არ მახსოვს ახლა რომ გითხრათ“.

გოგონას შემდეგ ბიჭი გამოვიდა, მშვიდად და აუღელვებლად. კითხვაზე, რა საკითხები იყო, გვიპასუხა რომ არაფერი ახსოვდა, მაგრამ წერა კარგი იყო. მის პასუხზე მზისგან დამწვარი მშობლები აღელდნენ:

„ბოლო-ბოლო რაზე იყო ესე გვეტყვის ვინმე?“

გულშემატკივრებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი, რომ გამომსვლელებისგან ზუსტ ინფორმაციას გაიგებდნენ. ამასობაში შემდეგი აბიტურიენტი გამოჩნდა, თუმცა თვითონაც არ იცის, რატომ დაიმსახურა ეზოს გარეთ მყოფების აგრესია:

„ჭკვიანი თვალები არ აქვს, დაანებეთ თავი“.

„შეეშვით რა ისევ ჩვენ შვილებს დაველოდოთ“.

„ბიჭია, ნახე რა ზანტად მოდის, ამან რა უნდა გვითხრას“ - ერთი შეხედვით შეაფასეს უფროსებმა.

ამასობაში გამოსულს მივუახლოვდი და ნაცნობი კითხვა დავუსვი - რა საკითხები შეხვდა:

„ესე იყო ასეთი - დღევანდელ თაობას არ სჭირდება დამტკიცება, რომ გამორჩეულები არიან, რადგან ისინი ისედაც განსხვავებულები არიან. პროგრამულიდან „ჯაყოს ხიზნები“ იყო, არაპროგრამულიდან ლადო ასათიანის ლექსი ფიროსმანზე. საერთო ჯამში, არ იყო რთული. საინტერესო იყო საგამოცდო ტესტზე მუშაობა” - გვიპასუხა სხაპასხუპით ბიჭმა, რომელსაც “ჭკვიანი თვალები არ ჰქონდა“.

გაჩუმებული გულშემატკივრები ადგილებს დაუბრუნდნენ. „აი, რატომ არ უნდა დაასკვნა ვიზუალური შთაბეჭდილებით არაფერი“, - ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება