სიახლეები
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდა 
08-07-2020
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლა არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო  - იყო უამრავი ტექნიკური პრობლემა, მოსწავლეებს არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტსა თუ თანამედროვე ტექნოლოგიებზე... თუმცა ამ ყველაფერი მიუხედავად, ერკეთის საჯარო სკოლამ ღირსეულად დაძლია ყველა წინააღმდეგობა და დღეს სკოლის ადმინისტრაციაცა და პედაგოგებიც თამამად აცხადებენ - სასწავლო პროცესი შედგა და წელიც წარმატებით დაასრულეს.

„პანდემიის გამო, საქართველოს სკოლები,  მათ შორის სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლა, ყოველგვარი გამოცდილებისა და მომზადების გარეშე გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. საწყის ეტაპზე სკოლამ დაიწყო მოსწავლეებისთვის დავალებების მატერიალურად მიწოდება, პარალელურად, დავიწყეთ ინფორმაციის შეგროვება - ჰქონდათ თუ არა მოსწავლეებს ონლაინ-სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა 70% არ შეეძლო ჩართვა.  ამ მხრივ არც პედაგოგებში იყო სახარბიელო მდგომარეობა. სამწუხაროდ, ტექნიკური საშუალებების არქონას , მოსწავლეებშიც, მშობლებშიც და გარკვეულწილად პედაგოგებშიც, ემატებოდა ტექნოლოგიების ფლობის დაბალი დონე, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ვერ იღებდნენ ინტერნეტის  სიგნალს და ა.შ.

სწორედ ასეთი რთული სიტუაციიდან შეძლო სკოლამ გამოსვლა, შედგა გაკვეთილების დროებითი ცხრილი, მშობელთა უდიდესი პასუხისმგებლობის შედეგად, მოსწავლეთა 90-95%-ს მიეცა ონლაინ გაკვეთილებში ჩართვის შესაძლებლობა, პედაგოგთა დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომით, თანდათან მოწესრიგდა სასწავლო პროცესი, ეცნობოდნენ განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებების მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პლატფორმებს,  მათი გამოყენების ინსტრუქციებს და  იყენებდნენ იმის მიხედვით, სად უფრო უადვილდებოდათ მოსწავლეებს ჩართვა. იმ რამდენიმე გამონაკლის მოსწავლეს, ვინც მაინც ვერ შეძლო ონლაინ-გაკვეთილებში ჩართვა, კლასის დამრიგებლების დახმარებით დავალებები მიეწოდებოდათ მატერიალურად, პედაგოგები  უკავშირდებოდნენ ტელეფონით და შესაბამისად ღებულობდნენ უკუკავშირს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პედაგოგმა, მოსწავლემ და მშობელმა დისტანციურ სწავლებაში ჩადო საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და მატერიალური შესაძლებლობის მაქსიმუმი. დარწმუნებული ვარ, ასე იყო საქართველოს ნებისმიერ სკოლაში. ამიტომაც მინდა ყველა პედაგოგს, ყველა მოსწავლესა და მშობელს გადავუხადო უდიდესი მადლობა. ვუსურვო წარმატებები და იმედი გამოვთქვა, რომ ეს თანადგომა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, როგორი სასწავლო რეჟიმი იქნება საქართველოში. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც თავისი საგანმანათლებლო პლატფორმებით უდიდესი წვლილი შეიტანა ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვასა და გამარტივებაში.

დიდი მადლობა Etaloni.ge-ს, რომ  აქტიურად ბრძანდებით ჩართული ყველა მიმდინარე პროცესში და თანადგომას უცხადებთ სკოლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს“, - ნათქვამია ერკეთის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება