სიახლეები
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამთავრებასთან დაკავშირებით სკოლის ეზოში ღონისძიება გამართეს
08-07-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა წარმოთქვეს სიტყვები, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ასე აღნიშნეს თავიანთი სასკოლო ცხოვრების ერთი ეტაპის წარმატებით დასრულება.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მეოთხე კლასში 9 მოსწავლეა. ყველა აქტიური და მიზანდასახული. პანდემიამდე ჩართული იყვნენ სკოლის შიდა თუ სკოლის გარეთ ჩატარებულ ღონისძიებებში. მარტიდან პანდემიის გამო ონლაინ სწავლებაში ჩაერთვნენ. ამ პირობებშიც მონაწილეობდნენ მასწავლებლების მიერ დაგეგმილ ონლაინ აქტივობებში, მაგრამ ძალიან ენატრებოდათ ერთმანეთი, მასწავლებლები და სასკოლო ცხოვრება.  მაისიდან დამრიგებლის რიტა გულუას ხელმძღვანელობით ემზადებოდნენ მეოთხე კლასის დამთავრების ონლაინ სახით აღნიშვნისთვის. რადგან ჩვენს ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გარკვეული სახის რეგულაციები თანდათან მოიხსნა, დამრიგეებელმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოში გამართეს ღონისძიება. ბავშვებმა წარმოთქვეს სიტყვები, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ასე აღნიშნეს თავიანთი სასკოლო ცხოვრების ერთი ეტაპის წარმატებით დასრულება.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მეოთხეკლასელებს: ანი კეშელავას, ანი მალიჩავას, ბარბარე ლაგვილავას, ქეთი ხასიას, ნია კანკიას, ნიკა ჭურღულიას, გიორგი ლაგვილავას, ანდრია როგავას და დიმიტრი როგავას, მეხუთე კლასში გადასვლას და უსურვებენ წარმატებებს მომავალშიც“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები








კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება