მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექტორი შოთა მალაზონია საჯაროდ გამოხატავს მადლობას მშობლების, მასწავლებლების მიმართ. დირექტორის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„2019-2020 სასწავლო წლის დამთავრებას ვულოცავ თბილისის N60 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს.
თავისი არსითა დაა დრამატიზმით ეს იყო მართლაც ისტორიული სასწავლო წელი და ძალიან მიხარია, რომ ის შედგა. ამაში კი უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა უმრავლესობის წვლილი. თქვენ გამოავლინეთ საოცარი მონდომება და სწავლისადმი სწრაფვა. პედაგოგებს ყოველთვის გვაქვს მოსწავლეების მიღწევების მიმართ დიდი მოლოდინი, მაგრამ თქვენმა ბეჯითობამ და აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დიდი მადლობა ამისათვის.
თქვენ არა მარტო მომდევნო კლასში გადახვედით, არამედ შეიძინეთ ახალი ცოდნა და უნარები, გაიზარდეთ და გაძლიერდით როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.
მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, კარგი და ხალისიანი დასვენება.
გემშვიდობებით ყველას იმ მოლოდინით, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლის კედლებში შევხდებით.
სასწავლო წლის დამთავრებას ვულოცავ დირექციას, მასწავლებლებს, სკოლის ყველა თანამშრომელს.
განვლილმა სასწავლო წელმა გვაჩვენა, როცა სკოლის სამ მთავარ ფიგურას - მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს აქვთ ერთნაირი მოტივაცია, წარმატება აუცილებლად იქნება. პანდეემიის პერიოდში ჩვენ ყველას გვქონდა მოტივაცია - ეს სასწავლო წელი შემდგარიყო და ის შედგა!“, - ნათვამია დირექტორის მიმართვაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება