სიახლეები
სიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის ბუფეტების შემოწმებას იწყებს
20-09-2017
-
+


''სურსათის ეროვნული სააგენტო დღეიდან სკოლის ბუფეტებში გეგმურ ინსპექტირებას დაიწყებს,'' - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლის ბუფეტებში გეგმური ინსპექტირება ეტაპობრივად მოხდება და პირველ რიგში უფრო მაღალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტები შემოწმდება.

''ჩვენ გვაქვს რისკის შეფასების ელექტრონული პროგრამა, რომელიც პროგრამულად, სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით აფასებს ყველა ბიზნეს ოპერატორის რისკებს, მათ შორის, სკოლის ბუფეტების. რისკის შეფასების ოთხი კრიტერიუმი გვაქვს. ამ შერჩევის შედეგად, რომელთაც მაღალი ქულა ექნებათ, ჯერ ის სკოლის ბუფეტები შემოწმდება. შემდეგ საშუალო და დაბალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტები. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათ გარკვეული სანქციები დაეკისრებათ. ბუფეტებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტებზე ორი სკოლა დაჯარიმდა. ჯერჯერობით სერიოზული შემთხვევები არ გვქონია. დაჯარიმება ხდება ასევე მითითებების შეუსრულებლობაზე, ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის გამო და სხვა'', -განაცხადა მიქაძემ. 

მისივე თქმით, სკოლის ბუფეტების გეგმურ შემოწმებასთან ერთად ისინი ასევე ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, ასევე დოკუმენტურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს იღებენ. მიქაძემ აღნიშნა, რომ არაგეგმური შემოწმება საჩივრის ან შეტყობინების შესვლის შემთხვევაში ხდება. 

''მიმდინარე წელს გეგმურად შემოწმების დროს გარკვეული სკოლის ბუფეტებს მითითებები უკვე მიეცათ. თუ ეს მითითებები შესრულებული არ არის, გადამოწმებისას მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები განხორციელდება'', - განაცხადა მიქაძემ.

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, 2017 წელს, ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე, გეგმური ინსპექტირებით უკვე 108 სკოლის ბუფეტი შემოწმდა. არაგეგმური ინსპექტირება კი ერთ სკოლაში განხორციელდა და 141 სკოლა გადამოწმდა. დოკუმენტური შემოწმება 102 სკოლის ბუფეტში მოხდა. 

მიქაძის თქმით, 2016 წელს ასევე გეგმური ინსპექტირების ნაწილში 287 სკოლის ბუფეტი შემოწმდა. არაგეგმური ინსპექტირება კი ორ სკოლაში ჩატარდა. გადამოწმება 203 სკოლის ბუფეტში მოხდა. ასევე დოკუმენტური შემოწმება 818 სკოლის ბუფეტში განხორციელდა.

წყარო: ipn.ge

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება