ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
09-07-2020
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მოსწავლეებმა - ლუკა ქომეთიანმა, ლიზი ქომეთიანმა, მარიამ გოგიძემ, ანა გოგიძემ, გოჩა საგინაძემ, ანასტასია საგინაძემ და ელენე ქომეთიანმა ოქროს დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.