სიახლეები
სკოლები

„მუდამ ჩემი მეორე ოჯახი იქნებით“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულმა, ირინა ისიანმა სკოლის წლები შეაჯამა
09-07-2020
-
+


„სკოლამ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მაპოვნინა“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-12 კლასელმა ირინა ისიანმა სკოლის წლები ემოციური წერილით შეაჯამა. 

„დღეს ბოლო ზარია!!!
ხომ თითქოს არაფერი როგორც ამ ორი თვის განმავლობაში ვიყავით გამოცდამდე დარჩენილი დღეებიც ისევ ისე უნდა გავატაროთ, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი მიჭირს, რომ ხვალიდან ოფიციალურად აღარ ვიქნებით ბავშვებისათვის იმ „მტკივნეულ” ფურცლებზე ჟურნალს რომ ვეძახით! ხვალიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები მოსწავლე! 12 წელი გავიდა... მე რომ გუშინ შევედი სკოლაში? და აქედან 4 წელი გავატარე ჩემს მეორე ოჯახიში?! ასე მალე დასრულდა?
არადა ალბათ სადღაც მესამე კლასიდან ვოცნებობდი სკოლის დამთავრებაზე, მეგონა დიდობაში რაღაც სხვა ხიბლი იდო, თუმცა მაშინ რას წარმოვიდგენდი ასეთი ცრემლების ფასად თუ დამიჯდებოდა ეს განშორება.
ერთია როცა სკოლას ამთავრებ და გიჭირს განშორება შენს 12 წლის ოჯახთან მაგრამ მეორეა, როცა ასეთ ოჯახს ემშვიდობები.
ადამიანს რომ კითხო რა მოგცა სკოლამო პირველი პასუხი ალბათ გაახსენდება „ცოდნა”, მე კი ვიტყოდი რომ ჩემმა სკოლამ ურთიერთობა მომცა. ჩემი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა რადიკალურად როდესაც ამ სკოლაში შემოვდგი ფეხი.
პირველად რომ მოვედი აქ იმ დღეს ალბათ მეხსიერებიდან ვერავინ ვერასდროს წაშლის. წინა ღამეს ისე ვნერვიულობდი მთელი ღამე თეთრად გავათენე, არ ვიცოდი როგორ დამხვდებოდნენ არ ვიცოდი როგორ მიმიღებდნენ, თუმცა ამაო იყო ჩემი მღელვარება. კლასში, რომ შევედი ბავშვებს „კოლიდორივით” ჰქონდათ დერეფანი გაკეთებული ყველას აინტერესებდა ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი. არ ვიცი რატომ მაგრამ მე გაგიკვირდებათ და მხოლოდ ერთი გოგონასი მეშინოდა, რომელიც დღეს უკვე ჩემი საუკეთესო დაქალი ჰქვია. მისი შემოსვლაც მახსოვს მაშინ ასეთი პრანჭიკელა არ იყო, არ აინტერესებდა დიდად რა ეცვა ან თმა როგორ ქონდა, რადგან როდესაც შემოვიდა ჯერ მისი ფანქრით შეგორგლილი დიდი კოსა მომხვდა თვალში შემდეგ კი თავად დავინახე, იმ დღის მერე კი მეგობრები გვქვია.
პირველი გაკვეთილი ნატო მასწავლებლის ინგლისური იყო. როდესაც შემოვიდა თავისი ცოტათი მკაცრი „სვანური” ხასიათი გამოაჩინა და მაშინ ცოტა მღელვარება დამეწყო მაგრამ დღეს ისიც ჩემი მეგობარია. ასევე მახსოვს ბადრის დაგვიანება პირველივე გაკვეთილზე, მახსოვს თუ რა გაკვეთილი მოგვცა ნატო მასწმა და მსგავსი ბევრი წვრილმანიც რომელიც მუდამ იქნება ჩემს გულში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დღე ცხოვრების თავიდან დასაწყებად.
შეიძლება გაგიკვირდეთ და იკითხოთ რომ ასეთი რა შეცვალა სკოლამ რომ მთელს ცხოვრებაზე იქონია გავლენაო მე კი გეტყვით და განვმეორდები რომ მან ახალი ადამიანები შემძინა. ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მაპოვნინა რომლებიც ჩემი გულის განუყოფელი ნაწილები გახდნენ. ამ სკოლის საშუალებით ბევრი ადამიანი შევიძინე რომლებმაც გააფერადეს ჩემი ცხოვრება, რამდენიმე დავკარგე კიდეც მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ მათთან რომ მქონდა ურთიერთობა იმდენად დადებითი პიროვნებები არიან მათ თავის მხრივ ბევრი რამ მასწავლეს. რაც მთავარია შევიძინე მასწავლებელი, დამრიგებელი, მეორე დედა და საუკეთესო მეგობარი. ლიკა მასწავლებელი. 100000-ჯერ მითქვამს რომ ის საუკეთესოა და სადაც არ უნდა წავიდე 20000-ჯერ ვიტყვი რომ ის საუკეთესოა. იმასაც ვიტყვი რომ მის დანახვაზე თავიდან ვლურჯდებოდი ისე მეშინოდა, რომ გავიგე რომ ის ჩემი დამრიგებელი უნდა გამხდარიყო ძალიან დავნაღვლიანდი, მაგრამ ახლა ამით უბედნიერესი ვარ. ის ისეთ მომენტებში მედგა გვერდით, მამხნევებდა და მანუგეშებდა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. შესაძლოა საერთოდ არ ევალებოდა, მას ჩემს პირადში ჩარევა და სწავლის იქით ჩემი დახმარება მაგრამ ამას ის აკეთებდა ყოველთვის. რაც მთავარია აკეთებდა არა მარტო მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ თავისი სურვილიდან გამომდინარე და ამ დადებითობას და მხარდაჭერას გაგრძნობინებდა და დღემდე ვგრძნობ.
ცალკე აღსანიშნია ნინო მასწავლებელი, რომელთანაც მთელი ამ დროის განმავლობაში ერთადერთხელ მოგვივიდა კამათი ეს იყო 2017 წლის 2 ნოემბერი, როდესაც რაღაცაზე გამიბრაზდა (აღარ დავკონკრეტდები რაზე) და იმდენად მოულოდნელი იყო მისგან რომ მოთქმით ვტიროდი, მაგრამ არ გეგონოთ ეს ჩხუბი ცუდად მახსენდება რადგან ამ ჩხუბმა და ამ დღემ განავითარა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა მეგობრული და გამგები დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთის მიმართ და რა თქმა უნდა ისიც მუდამ ჩვენს გამხნევებაში იყო და საკუთარი თავების თავდაჯერებულობაში გვეხმარებოდა.
სკოლის თითოეული მასწავლებელი შეუდარებელია. ამ სკოლას ბევრი ჩემი ცრემლი, სიხარული და სხვადასხვა ემოციები ახსოვს (იცით რომ გამოვირჩევი ემოციურობით) და ამ ემოციების მიუხედავად თითოეული მათგანი ყოველთვის გვერდში მედგა და მამხნევებდა ისე როგორც შეეძლოთ. უღრმესი და უდიდესი მადლობა მათ ამ მზრუნველობისთვის, იმედი მაქვს ოდესმე შესაფერისი საქციელით დავაფასებ თქვენს ამ შრომას.
ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ ვტოვებთ სკოლას და მივდივარ მაგრამ გახსოვდეთ რომ მივდივარ მხოლოდ ოფიციალურად საბუთებით და ძალიანაც რომ გინდოდეთ ვერასოდეს „მომიშორებთ” აქიდან, რადგან მე მუდამ ჩვენი პატარა ოჯახის განუყრელი წევრი ვიქნები რადგან მე მინდა რომ მუდამ ასე იყოს! ვერ წარმომიდგენია სიმართლე გითხრათ ის დილა სკოლის ფორმას რომ არ ჩავიცვამ და აღარ მოვალ სკოლაში, არ ავიკლებთ მე და ჩემი დაქალები სკოლას, არ დავიმხობთ ჩვენი კლსი კლასს თავზე და თუნდაც ხუთშაბათს მეოთხე გაკვეთილზე აღარ შევალ ლალი მასწავლებლის გაკვეთილზე მეათე კლასში. სწორედ ეს წვრილმანები ქმნიდა იმ დიდ მთლიანობას რომელმაც ჩემი სკოლის წლები გამილამაზა და გამიფერადა.
მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში და მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხართ და იცოდეთ რომ თქვენ მუდამ ჩემი მეორე ოჯახი იქნებით, სადაც უბრალოდ ერთ-ერთი თქვენი “შვილი” უცხოეთში გაუშვით სასწავლებლდ და არა სამუდამოდ სახლიდან!“, - წერს ირინა ისიანი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს ფერადი, ჯადოსნური სიტყვების პოსტერი

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება