სიახლეები
სიახლეები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ''თეთრი ხალათების ცერემონია'' გაიმართა
04-10-2016
-
+


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში თსსუ–ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ყოველწლიური „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა.  
  
„დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამა“, რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის ერთობლივი  პროექტის საფუძველზე, წელს მეოთხედ იღებს სტუდენტებს, თუმცა უკვე სარგებლობს დიდი ავტორიტეტით.
        
„თეთრი ხალათების ცერემონია“ გახსნა ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა ასტენტ–პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა.  
 
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელებს სწავლის დაწყება მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. 

საგანგებოდ თეთრი ხალათების ცერემონიალისა და კენეტ ვოლკერის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციისთვის საქართველოს სტუმრობენ ემორის უნივერსიტეტისა (აშშ, ატლანტა) და სხვა ამერიკელი მედიკოსები: რამონ სუარეზი - FACOG პრეზიდენტი;  გორდონ ჩარჩვორდი, ბრაიან მაკნელი, ჯესიკა არლაკი, დუგლას ანდერი, ჯენიფერ გადკინი, ალექსანდერ ისაკოვი (ემორის უნივერსიტეტი); ელიოტ გოზანსკი - (პიტსბურგის უნივერსიტეტი).    

„თეთრი ხალათების ცერემონიის“ დასკვნით ნაწილში, ტრადიციულად, პირველსემესტრელები თსსუ–ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სიმბოლიკიანი თეთრი ხალათებით შემოსეს: პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ადამ ლამორუმ – ამერიკის შეერთებული  შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა. 

სამახსოვრო ფოტო გადაიღეს საპატიო სტუმრებთან და თსსუ–ის პროფესორებთან. მათ იმედი გამოთქვეს, რომ თეთრი ხალათები, რომელიც დღეს პირველად ჩაიცვეს, მომავალში მათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის ავტორიტეტის სიმბოლოდ იქცევა.
  
ღონისძიების ბოლოს ამერიკელმა სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება