TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

შესაძლებლობები, პერსპექტივები და სწავლების თანამედროვე მიდგომები - რას სთავაზობს KIU აბიტურიენტებს
09-07-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აქტიურად ემზადება სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად. რა სიახლეებს უნდა ელოდნენ და რა პერსპექტივებს სთავაზობს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს? - აღნიშნულის შესახებ KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის პროფესორი აკაკი ხელაძე ვრცლად გვესაუბრა.

- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის რეგიონალური საგანმანათლებლო ჰაბი ქვეყნისთვის? 

აკაკი ხელაძე: თანამედროვე და მაღალი ხარისხის განათლება ზოგადად ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ჩვენს რეგიონში იქნება პირველი თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასეთი მასშტაბური ჰაბის არსებობა კი საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს.  გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა, მოხდება საგანმანათლებლო ბაზრის და ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტი  განვითარება, რაც საბოლოო ჯამში  განათლების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს. ფართო კონტექსტში თუ განვიხილავთ, უნივერსიტეტის ფუნქციონირებას პირდაპირი ეფექტი ექნება ქვეყნის განვითარებაზე როგორც ეკონომიკური ასევე  სოციალური მიმართულებით.

- რატომ უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა KIU-ში, რას სთავაზობს უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს განსხვავებულს?

- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია შექმნას სწავლებისა და კვლევის ისეთი გარემო, რომელიც საუკეთესო იქნება არამარტო  საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული ინოვაციებზე და პრაქტიკაზე. სწავლების მაღალი ხარისხი, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება, პრაქტიკული გამოცდილება, საუნივერსიტეტო ცხოვრება, გაცვლითი პროგრამები და დასაქმების მაღალი პოტენციალი - ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც აბიტურიენტს აქ ჩაბარების შემთხვევაში ელოდება. ასევე, ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ახალგაზრდებს დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სასწავლო, საცხოვრებელი, სპორტული და სოციალური სივრცეები. და ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენი უნივერსიტეტის წარმატების მთავარი გარანტი არის ძლიერი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. პროფესორ-მასწავლებლები დაკომპლექტებულნი არიან როგორც ქართველი, ისე  მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტებისგან. ეს არის თეორიული და პრაქტიკული უნარებისა და გამოცდილების მქონე გუნდი. 

ხარისხიანი განათლების მისაღებად ასევე მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო პროგრამა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და კურიკულუმიც მათ ბაზაზე შეიქმნა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს TUM-ის ბაზარზე აღიარებული საერთაშორისო მასშტაბის პროგრამები, რომლის შინაარსიც იძლევა საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესიების დაუფლების საშუალებას. მაგალითად თუ მენეჯმენტის სპეციალობაზე აბარებ შეგიძლია ისწავლო ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, ფინანსები, ინოვაციები, სტრატაპები და ა.შ. ასევე, აღნიშნული პროგრამების წარმატების მთავარი კომპონენტი არის ის, რომ სწავლების პარალელურად აუცილებელია პრაქტიკის ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს სწავლის პარალელურად ეძლევა შესაძლებლობა ეზიაროს შრომით ბაზარს.

- შრომით ბაზარს შეეხეთ და აქვე გკითხავთ. რა პერსპექტივებს იძლევა KIU დასაქმების კუთხით და რამდენად არის უნივერსიტეტის მიერ არჩეული პროგრამები გათვლილი დასაქმებაზე და შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე?

- დამსაქმებელს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ორი რამ აინტერესებს: რა იცის სტუდენტმა და რა უნარები და მიდგომები გააჩნია მას. იმის ცოდნა, თუ რას სწავლობს სტუდენტი, სასწავლო პროგრამის გაცნობის საფუძველზე შეგვიძლია, ხოლო რა უნარები ექნება, როგორი პიროვნება და პროფესიონალი გაიზრდება ამას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს. მაგალითად, როცა სტუდენტი დამოუკიდებლად ცხოვრობს უნივერსიტეტის კამპუსში, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, ეს მოქმედებს შემდგომ მისი კომუნიკაციის, კონტროლისა და მომავლის დაგეგმის პროცესზე.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ყველა შესაძლებლობა იქნება უზრუნველყოფილი სტუდენტებისთვის, რომ ისწავლონ, განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ ისეთ პროფესიონალებად, რომელიც შრომით ბაზარზე მოითხოვება. ვფიქრობ, ეს არის მაქსიმალური შანსი და შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაიზარდო და გახდე შრომისუნარიანი და მაღალკონკურენტული შრომით ბაზარზე.

 - რაც შეეხება უშუალოდ პროგრამებს, KIU აბიტურიენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის მიმართულებით სწავლას სთავაზობს. აღნიშნული პროგრამები რამდენად არის მოთხოვნადი შრომით ბაზარზე?

- თანამედროვე კვლევები, ტენდენციები და მოთხოვნადი პროფესიები უკავშირდება ტექნოლოგიების დიჯიტალიზაციას, მართვას და ანალიტიკას. ჩვენთან როგორც აღნიშნეთ, წელს სამი მიმართულებაა: მათემატიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და მენეჯმენტი. სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ძირითად პროფესიასთან ერთად ე.წ. minor მიმართულება ამ სამი მიმართულებიდან. შესაბამისად, თანამედროვეობა თუ ითხოვს ალგორითმებისა ცოდნას, მენეჯმენტის ან მათემატიკის სტუდენტს თამამად შეუძლია დამატებით მიიღოს ეს ცოდნა ან პირიქით, შეიძლება ისწავლოს კომპიუტერულ მეცნიერებებზე და პროექტები მართოს და ამავდროულად გადიოდეს მენეჯმენტის პროგრამასაც. 

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მომავლის პროფესიები და არა სტანდარტული ათეული წლების წინ შექმნილი მოძველებული პროგრამები. ასე, რომ  დიახ, აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული პროგრამები დასაქმებასთან პირდაპირ კავშირშია.

- ბოლოს, რა რჩევებს მისცემდით აბიტურიენტებს, რა უნდა გაითვალისწინონ და რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება უნივერსიტეტის არჩევისას?

- აბიტურიენტებს პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ. მინდა მაქსიმალურად კარგი შედეგი დადონ ეროვნულ გამოცდებზე და  ამისთვის არ დაიშურონ ძალისხმევა და ენერგია. რაც შეეხება არჩევანის დროს ჩემს რჩევებსა და რეკომენდაციებს - დაფიქრდნენ კარგად და გააანალიზონ ის, თუ როგორ უნდა შეაფასონ, აირჩიონ უნივერსიტეტები და პროგრამები.

მსოფლიო მასშტაბით, წამყვანი ბიზნეს სკოლების სტუდენტები, როგორც წესი სასწავლებლებს შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევენ: პროგრამის ხარისხი, გარემო, პროფესორ-მასწავლებლები და დაფინანსება.

თითოეული ეს კრიტერიუმი რომ შეაფასოს სტუდენტმა KIU-სთან მიმართებაში, დარწმუნებული ვარ გაუჭირდება ღირსეული კორნკურენტის დაყენება მის გვერდით. ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, KIU სტუდენტებს აძლევს თანამედროვე დასავლური სტანდარტის განათლებას, KIU-ში მუშაობენ ქართველი და უცხოელი პროფესორ მასწავლებლები და გარემო, რომელიც 100%-ით გეხმარება იმაში რომ კონცენტრირებული იყო მხოლოდ შენს საქმეზე, რაც არის სწავლა და ამ პროცესში ჩართულობა.

ვახსენე და უფრო დეტალურად ვიტყვი დაფინანსებაზეც, გულწრფელად რომ ვთქვა, წლებია ვმოღვაწეობ სხვადასხვა უნივერსიტეტში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და იშვიათია დაფინანსების ასეთი შესაძლებლობა. დაახლოებით 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დაფინანსება არსებობს მონდომებული სტუდენტისთვის. სასწავლო, საცხოვრებელი, რექტორის, მედალოსნის, ფაკულტეტის დაფინანსება და ა.შ. ასე რომ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის რომ სტუდენტებმა მიიღონ დასავლური განათლება საქართველოში.

წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს და მადლობა მათ, ვინც გახდება ჩვენი სტუდენტი და პირველივე ეტაპზე გამოგვიცხადებს ნდობას.

აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უნივერსიტეტში გააგრძელონ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება