მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვემო აკეთის სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლით შეხვდა. სკოლაში მოსულ მოსწავლეებს დიდი სიურპრიზი დახვდათ. მოსწავლეების ოცნება ასრულდა, სკოლას რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი შეემატა. ასევე გარემონტდა რესურსოთახი.
ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ქეთევან პატარაიამ მოსწავლეებს და მშობლებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა, გასული სასწავლო წლის წარმატებულ მოსწავლეებს კი სიგელები გადასცა:
VI კლასი - ანიტა ღლონტი, თეკლა მორჩილაძე
VII კლასი - ანა გეგიძე
VIII კლასი - გიორგი ჩხაიძე, საბა კიკვაძე
IX კლასი - სალომე გეგიძე
გარდა ამისა, სკოლამ ორიგინალური დაჯილდოებაც მოაწყო:
სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ აქტიურ ბებიებს: დოდო ღლონტსა და კლარა გოგელიას. აქტიური დედას: ხათუნა მურვანიძეს, ასევე ზაური გეგიძის ოჯახს, სადაც ორი წარმატებული მოსწავლეა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.