მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ზურაბ მურცხვალაძემ და ილია ცხვედიანმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
09-07-2020
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა - ზურაბ მურცხვალაძემ და ილია ცხვედიანმა ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.